არასრულწლოვან მსჯავრდებულებს კომპანია „სოკარმა“ საჩუქრები გადასცა

არასრულწლოვან მსჯავრდებულებს კომპანია „სოკარმა“ საჩუქრები გადასცა

N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. 
სტუმრები გაეცნენ არასრულწლოვანი მსჯავრდებულების საცხოვრებელ პირობებს, დაინტერესდნენ მათი სპორტული და სხვა სახის აქტივობებით. 
კომპანიის წარმომადგენლებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრად გადასცეს სპორტული ინვენტარი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სახატავი საღებავები.