მანანა თოქმაჯიშვილი: არის თუ არა საჭირო ტაქსის რეფორმა?

მანანა თოქმაჯიშვილი: არის თუ არა საჭირო ტაქსის რეფორმა?

მანანა თოქმაჯიშვილი (თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი):

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ტაქსი ქალაქის სახეა. როდესაც ჩადიხარ უცხო ქალაქში და საქალაქო ტაქსში ჯდები, შენ იცი, რომ გემსახურება არა ვინმე მიშა ან გრიშა, არამედ ქალაქის სატრანსპორტო სისტემა. 
ამდენად, "ორჯერ ორი ოთხია"-ს ლოგიკით, მარტივია დასკვნის გაკეთება - ტაქსის რეფორმა პირველ რიგში პრესტიჟს დაუბრუნებს თავად ტაქსისტებს და მათ საქმიანობას ნდობის ხარიხსს გაუზრდის. 
გავიგეთ, ღარიბი ქვეყანა ვართ და ბევრი პრობლემაა ჩვენ წინაშე, მაგრამ ამის გამო შეიძლება უარი ვთქვათ განვითარებაზე? მით უფრო, რომ ეს რეფორმა მძღოლებს არანაირად არ აწვებათ ტვირთად.
ახლა, რა სარგებელი აქვს ამ რეგულაციებს ტაქსის მძღოლებისთვის: 
• მუნიციპალიტეტმა რეგისტრირებული A კატეგორიის ტაქსებისთვის გამოყო უფასო საპარკინგე ადგილები;
• A კატეგორიის ტაქსებს გადაეცემათ მანათობელი ნიშანი;
• თეთრი ფერის სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გადაეცემათ ღებვის ან ფირის გადაკვრის ვაუჩერი;
• მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის და ტაქსის სერვისის გასაუმჯობესებლად, ტაქსის მფლობელებს გადაეცემათ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი;
• მათ გაუჩნდებათ კიდევ ერთი შემოსავლის წყარო რეკლამის განთავსების სანაცვლოდ;
• ისინი თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან;

ყველა რეგულაცია და შესაბამისად სარგებელი, ეხება A კატეგორიის ტაქსებს. B კატეგორიის ტაქსებს (კომპანიები, რომლებიც მუშაობენ გამოძახებებზე) შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ჩვეულებრივ. 
ჰოდა, დანარჩენი თქვენთვის მომინდია სამსჯელოდ.