თეონა კონტრიძე: სახლი, რომელიც „რუსთავი 2“-მა აჩვენა, არის ჩემი და არა გია ჟორჟოლიანის

თეონა კონტრიძე: სახლი, რომელიც „რუსთავი 2“-მა აჩვენა, არის ჩემი და არა გია ჟორჟოლიანის

 27 ოქტომბერს "რუსთავი 2"-მა კიდევ ერთი რეპორტაჟი მიუძღვნა მაღალჩინოსანთა სასახლეებს. აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის რუპორი ისევ მიდის ბინძურ სიცრუეზე - აჩვენეს დეპუტატ გია ჟორჟოლიანის სახლი, რომელიც თურმე მომღერალ თეონა კონტრიძეს ეკუთვნის. ის საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" წერილს აქვეყნებს:

"ამჟამად ვიმყოფები კახეთში, კონცერტი მქონდა და ტრადიციულად გრიმის კეთების დროს ტელევიზორი ჩავრთე. რას ვხედავ - შუქდება, პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის “ოლიგარქული“ სამფლობელო, ფხაკაძის ქუჩაზე (უკვე ალექსანდრე იოსელიანზე). სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს და რომ არ ეხებოდეს ჩემი უახლოესი მეგობრის ყველაზე სპეტაკ და პატიოსან მამას. სახლი ფხაკაძის ქუჩაზე არის ჩემი! რაზე აღარ მიდის მედია არჩევნების წინ. გია ჟორჟოლიანთან მიბრძანდით პეკინის ქუჩაზე და ნახეთ მილიონგზის პარლამენტარი რა პირობებში ცხოვრობს და როგორ შორს არის ფუფუნებიდან მისი ყოფა. უხერხულია უბრალოდ ამხელა ცილისწამება“.