შალვა თადუმაძე: არსად წასვლას და გადადგომას არ ვაპირებ

შალვა თადუმაძე: არსად წასვლას და გადადგომას არ ვაპირებ

მე მესმის ამ დიპლომის ამბავი, თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული ამ დიპლომის ამბავი, საკუთარი ნებით გამოვაქვეყნე ეს დიპლომი და შევედი იმ კონკურსში და არა ერთხელ მაქვს გამოქვეყნებული ეს დიპლომი, სხვადასხვა კონკურსებში მონაწილებოთ, მათ შორის იმ კონკურსში რომელიც მონიტორინგის კუთხით განვახორციელეთ ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რამდენად ობიექტურად ხდება ადამიანების საჯარო სამსახურში აყვანა.
18 წლის განმავლობაში მე ცემი დიპლომი არ დამიმალავს და ახლა არ მოვიტანე. 1999 წელს ეს დიპლომი წარდგენილი მაქვს თავდაცვის სამინისტროში და პირად საქმეში არსებობს და არსებობენ ოფიცრები, პირები, რომლებიც მე სამსახურში მიყვანდნენ როგორც კვალიფიციურ იურისტს.
ამიტომ, ახლა ეს საუბარი, რომ მე უნდა გადავდგე, რატომ უნდა გადავდგე, იმიტომ რომ ვიღაც ეჭვიანობს? რა საგამოძიებო კომისიაზეა საუბარი? არსებობს რამე დოკუმენტი, სადაც წერია რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი? ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ასეთი განათლება მიეღო და ასეთი დიპლომი აეღო?
არსად გადადგომას არ ვაპირებ, არ მიცხოვრია ისე , რომ რამე დამემალოს, მათ შორის მითუმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი. 2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობას ვეწევი,. არცერთი ხელისუფლებისთვის დამოუკიდებელ იურისტად მისაღები არ ვიყავი. 
2006 წელს აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწევი., ამ დიპლომით წარვდექი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის საქმიანობის ლიცენზია.
ახლა იმიტომ, რომ რამდენიმე ან არაკეთილსინდისიერი ან არაკვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემს დიპლომზე, ამიტომ 18 წელი ჩემი მუშაობა, აღარ ვიხსენებ რა მუშაობები და რა პერიოდები მაქვს გადატანილი იმ პერიოდში , რა პერიოდშიც ვმუშაობდი, ეს უნდა გადავდო და ახლა დაველოდო საგამოძიებო კომისია იტყვის თუ არა დიპლომი არის ნამდვილი.
ახლავე გეუბნებით,  რომ საგამოძიებო კომისია იტყვის, რომ ეს დიპლომი არის ნამდვილი.
ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს დიპლომი გაიცემოდა კანონის თანახმად, მე მქონდა შესაძლებლობა ეს დიპლომი მიმეღო, მე ეს დიპლომი მივიღე და მე ჩემი კარიერა შევქმენი.