მალხაზ მაჩალიკაშვილი: 100 ადამიანს ფიცი მივეცი, რომ სუს-თან თავს ავიფეთქებდი ისე, რომ არცერთი ქართველი არ დაზარალებულიყო

მალხაზ მაჩალიკაშვილი: 100 ადამიანს ფიცი მივეცი, რომ სუს-თან თავს ავიფეთქებდი ისე, რომ არცერთი ქართველი არ დაზარალებულიყო

მართლაც ვაპირებდი სუს-თან თავი ამეფეთქებინა ისე, რომ არცერთი ქართველი არ დაზარალებულიყო,- აღნიშნული განცხადება “ტვ პირველის” ეთერში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა.
მაჩალიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი, თუმცა ქართველი ხალხის სიყვარულმა უკან დაახევინა.
“100 ადამიანისთვის ფიცი მქონდა მიცემული, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ ქართველი ხალხის სიყვარულმა უკან დამახევინა. მე არ დამიგეგმავს, მართლაც ვფიქრობდი, რომ მივსულიყავი სუსთან და თავი ამეფეთქებინა. შევძლებდი თუ არა მაგას დრო გვიჩვენებდა. რა უბედურებაც მოხდა, მე ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. ათასჯერ მითქვამს, რომ ქართველი ხალხის სიყვარულმა უკან დამახევინა. ამას გავაკეთებდი ისე, რომ არ დაზარალებულიყო არცერთი ქართველი მოქალაქე. ჩემს ადგილას ბევრი მოიქცეოდა ასე,-განაცხადა მაჩალიკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში და განმარტა, რომ იგი აღნიშნულს ტერორისტულ აქტად არ აფასებს.