თამაზ ბაკურიძე: ასე უყვარს მიშას აჭარა, მემედ აბაშიძის ძეგლი სანაგვეზე მოისროლა!

თამაზ ბაკურიძე: ასე უყვარს მიშას აჭარა, მემედ აბაშიძის ძეგლი სანაგვეზე მოისროლა!

თამაზ ბაკურიძე (უფლებადამცველი, ყოფილი პოლიტპატიმარი):

მინდა გამოვეხმაურო სააკაშვილის დროდადრო ე.წ. მოფერებას საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობისადმი. ვგულისხმობ აჭარლებისადმი ვითომ განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოს გამოხათვით რომ ცდილობს, მოიგოს აჭარლების გული. ეს არის სიყალბე და სიცრუე. სინამდვილეში, მას აჭარა და აჭარლები არასდროს ჰყვარებია. გავიხესნოთ, აბა, და ამოვიღოთ კადრები (ფოტო, ვიდეო არსებობს) როცა ე.წ. აჭარის რევოლუცია მოხდა (2004), პირველი, რაც გააკეთეს, საქართველოს ეროვნულ გმირის, მემედ აბაშიძის ძეგლს შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლი წაუკიდეს (ცეცხლმოკიდებული სკამი ჩაუდეს კალთაში ). აჭარის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაშინ ეს ვერ გაიგო, რადგან რევოლუციურ ეიფორიაში იყვნენ და საზოგადოებისთვის ეს ფაქტი შეუმჩნეველი დარჩა. მათ ეს არ იკმარეს და მოახდინეს მემედ აბაშიძის ძეგლის დემონტაჟი, ის გადაიტანეს ბიზნესმენ მიშა ოსიძის სადარბაზოში, ხოლო ქობულეთში მემედ აბაშიძის ქუჩაზე დასადგმელად გამზადებული მემედ აბაშიძის ძეგლი ქობულეთის ნაგავსარელზე მოისროლეს.  ეს იყო არამარტო აჭარის და აჭარლების დიდი შეურაცხყოფა, არამედ ფეხქვეშ გათელვა ისტორიიის და მამულიშვილთა საგმირო საქმეების. მემედ აბაშიძემ დიდი როლი ითამაშა სხვა მის თანამოააზრეებთან ერთად, აჭარა გამოსტაცა ოსმალეთის იმპერიას და დედასამშობლოს - საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნა. დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს, თუ რატომ მოიქცა სააკაშვილ-ვარშალომიძის გუნდი ასე  - მათ ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე თურქეთის სახელმწიფოს გაუგზავნეს მესიჯი: აი, როგორ დავსაჯეთ და ისტორიის სანაგვეზე მოვოსროლეთ ის ადამიანი, ვინც თქვენ გამოგტაცათ აჭარა, ეხლა სხვა რეალობაა და აჰა, ფეხქვეშ გიწვებით და რაც გინდათ, ის გააკეთეთ... დაუფასეს, რა თქმა უნდა, სააკაშვილს ეს ნაბიჯი და ამიტომაც სააკაშვილის მმართველობას უკავშირდება "დიდი თურქობის" ეპოქა აჭარაში, რამაც ადგილობრივი მოსახლეობა მონებად აქცია. სამაგიეროდ, ქართველების გარდა ყველა კარგად გრძნობს თავს აჭარაში და ამ დროს სააკაშვილი იძახის, მე ავაშენე ახალი ბათუმიო. შენ არა მიშა, თურქებმა ააშენეს და ხალხის ჯიბეებიდან ამოღებულმა ფულმა. არავინ იცის, ხვალ ჩვენ, ხალხს ეს რის ფასად და რის სანაცვლოდ დაუჯდება. სხვა მრავალი ფაქტები არსებობს, რაც ადასტურებს სააკაშვილის სიძულვილს აჭარისა და აჭარლებისადმი!