გელა ზედელაშვილი: აქანე მეც დავდგამ "სწენკას"!

გელა ზედელაშვილი: აქანე მეც დავდგამ "სწენკას"!

თქვენი არ ვიცი და... მე უკვე შევღონდი!

დიახ, პარლამენტის წინ რაც ხდება, იმაზე მოგახსენებთ!

ყოველ საღამოს მოდიან, კარვებს და მიკროფონებს დგამენ, სცენას აწყობენ, ბოდიალობენ, რუსეთის აგრესიას აპროტესტებენ, ხან ვითომ მღერიან, კოტე ყუბანეიშვილის გამოქლიავებულ სიფათს უყურებენ, ლაშა ბუღაძის ღმუილს ტაშს უკრავენ და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ!

სად დაკარგული ტერიტორიები და სად გიორგი გახარია? ლოგიკაში უჭირთ. ყოველთვის უჭირდათ - ომი წააგეს, ქვეყანა დაღუპეს, დაკარგულ სოფლებს ქვების გროვა უწოდეს, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვეს, რუსებს ხონჩით მიართვეს და ახლა აპროტესტებენ!

პარლამენტის წინ ყოველ საღამოს მოდის ვინმე შოთა გაგარინი, რომელსაც გვარი დიღმელაშვილად გადაუკეთებია (კაცმა არ იცის, სინამდვილეში რომელი ჯიშისა და ჯილაგისაა) და აქეთ გვედავება, რომ ჩვენ ვართ რუსეთუმეები!

ბანჯგვლიანი მიშა მშვილდაძეც ყოველდღე გვიყვირის. ოღონდ, რა უნდა, ვერ გავიგეთ. ფული მისცეს და ყვირის, მაგისი ვალდებულებაა. თუმცა იმ ფულით შამპუნი რომ იყიდოს და თავი დაიბანოს, ეგ არ უნდა, ან არ სცალია!

ვინმე ნატა ფერაძე სცენიდან შუა თითს გვაჩვენებს, ტრაკიდან რომ გამოიღო ცოტა ხნის წინ!

კვირაში ერთი-ორჯერ ბაზრობასაც მართავენ, თავიანთივე გაკეთებულ რაღაც ჭინჭებს ჰყიდიან. პრინციპში, არც არავინ ყიდულობს, სხედან და ერთ ადგილს იფხანენ!

აგერ, მაჩალიკაშვილი დაბრუნდა, კარავი გაშალა და წამოწვა, მოეწონა პანკისელს "გოროდი"!

იცით, მეც მინდოდა ამ ადგილზე ერთი პატარა "სწენკის" დადგმა, მაგრამ უარი მითხრეს, ეს ტერიტორია უკვე პრივატიზებულიაო. სულ ეგრე მემართება, კომუნისტების გადაშენების შემდეგ ერთი ქოხიც კი ვერსად დავითრიე, ერთი უბრალო "სწენკაც" კი ვერსად ჩავდგი, ყოველთვის მეუბნებოდნენ, ტერიტორიები დაკავებულიაო!

მე მაინც არ ვკარგავ იმედს, ალბათ ოდესმე დადგება დრო და პარლამენტის წინ მეც დავდგამ პატარა "სწენკას"!