ვახტანგ გომელაური: აქტიურად გავაგრძელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებას

 ვახტანგ გომელაური: აქტიურად გავაგრძელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებას

შს მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის თქმით, აქტიურად გაგრძელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება. მისი თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა: 

აქტიურად გავაგრძელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებას.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებას, რომელიც ქვეითთა, მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოემსახურება და შეამცირებს გზებზე უბედურ შემთხვევებს. მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების სფეროში. 
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტს წარედგინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც საჭიროებებს და გამოწვევებს მოერგება საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არსებული სანქციის ზომები. აქტიურად გაგრძელდება საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“. 
ზემოაღნიშნულის გარდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდება ქულათა სისტემის დახვეწა, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდის პრაქტიკული კომპონენტის საქალაქო პირობებში ინტეგრირება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ბაზის განვითარება. ეს მეტად მნიშვნელოვანი თემაა, საგზაო უსაფრთხოება. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე იღუპება სიჩქარის გადაჭარბებაა  თუ ღვეთის გაკეთების თემა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისე გავაკეთოთ, რომ კომფორტული იყოს მოქალაქისთვისაც და პოლიციელისთვისაც ურთიერთობა რომ არ დაიძაბოს.