ხათუნა მიქაცაძე: აღარ მინდა, გესმით? აღარ მინდა!

ხათუნა მიქაცაძე: აღარ მინდა, გესმით? აღარ მინდა!

აღარ მინდა!

აღარ მინდა, ყოველ დღე იმ კადრებს ვუყურებდე, სადაც ლუკა კურტანიძე ქართველისგან ნაცემი, საკუთარ სისხლში ისეა ამოსვრილი, რომ მშობელი დედაც ვერ იცნობს!

აღარ მინდა მესმოდეს: თუ რამე, ეგრევე შუბლში, როცა ლუკა კურტანიძე ბორკილებდადებული საპყრობილეში გადაჰყავთ!

აღარ მინდა, გირგვლიანის ნაწამებ სხეულს აფრიალებდეთ! - ის ჭრილობები ყოველ ჯერზე უსაშველოდ მტკივა, როგორც დედას!

აღარ მინდა, ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭების უსიცოცხლო, კივილიან ფოტოებს ვხედავდე!

აღარ მინდა, პატიოსნებაზე და უმწიკლოებაზე მეძავის ქადაგებას ვუსმენდე!

აღარ მინდა, სამშობლოს სიყვარულზე ის მელაპარაკებოდეს, ვინც პირველი გამოიქცა ბრძოლის ველიდან!

აღარ მინდა, პროფესიონალიზმზე თავს დებდეს ის ადამიანი, ვისაც 2 წიგნი არ აქვს წაკითხული!

აღარ მინდა, ძონძებზე გაყიდული, ყოველდღე რესტორანში მოქეიფე ადამიანების წუწუნს ვუსმენდე - რა უნიათოა მთავრობა!

აღარ მინდა, ლუკასნაირი ბიჭების მხრებით მთავრობაში /ხელისუფლებაში/ თანამდებობებზე შეძრომილმა სულმოკლე ადამიანებმა, პორტირებულმა იდიოტებმა, მმართველი პარტიის სახელით ილაპარაკონ!

აღარ მინდა, ჩემი ცოლის დაქალები წყვეტდნენ,  სად და ვინ დაინიშნება!

აღარ მინდა, ყოყლოჩინა ცოლისძმები ღირსეულების ღირსებას ეხებოდნენ!

აღარ მინდა, იმის შიშით ცხოვრება,  რომ 6 შვილის მამას ხვალ ან ზეგ წამებით მომიკლავენ!

რამ გამოგ()აშტერა ასე ?!