საქართველოს რკინიგზა - "გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“

საქართველოს რკინიგზა - "გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“

„გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“- სისხლის დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ აქცია გამართა. საქართველოს რკინიგზისა და სისხლის ბანკის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უანგარო დონაციაში რკინიგზის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. 
კომპანიაში დასაქმებულებმა ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული იმ ბავშვების დასახმარებლად გაიღეს სისხლი, რომლებიც მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტში გადიან.