ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებისა და შემსრულებლების დასჯას ითხოვს

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მკვლელობის დამკვეთებისა და შემსრულებლების დასჯას ითხოვს

აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე და მათი შვილები საქართველოს პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებენ.

„იმის მიუხედავად, რომ გამოძიება უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება, პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი იყო ძლიერი შოკი ჩვენი ოჯახისთვის. ძნელია, გადმოსცე, რას გრძნობს ოჯახი, რომელმაც დაკარგა ბადრი, მაშინ, როდესაც ეთერით ვისმენთ საუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ იგეგმებოდა მისი მკვლელობა. მოვითხოვთ, სრულყოფილი გამოძიების უმოკლეს დროში დასრულებას და ვიმედოვნებთ, რომ ყველა, ვინც ამ ბოროტებას გეგმავდა, მკვლელობის დამკვეთებიდან დაწყებული, შემსრულებლებით დამთავრებული, სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, როგორც კანონის, ასევე, თავის დროზე, ღმერთის წინაშე“, – აღნიშნულია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში.