ბიძინა ივანიშვილი: ჩათვალეთ, ეს არის ზვიადის საჩუქარი

,,მთელი ერის სირცხვილია, რომ ზვიად გამსახურდია ვერ გადავარჩინეთ, მაგრამ თქვენ ხომ შეიფარეთ. გზაც დაიგება, წყალსაც გავიყვანთ და გაზსაც, ჩათვალეთ ეს არის ზვიადის საჩუქარი" - ბიძინა ივანიშვილი სოფელ ხიბულას ეწვია, მოინახულა ადგილი სადაც აღესრულა საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.