ცრურმან ცრუმბაძე: ბიძინა ივანიშვილი 29 ოქტომბერს გაიქცევა!

ცრურმან ცრუმბაძე: ბიძინა ივანიშვილი 29 ოქტომბერს გაიქცევა!

ბატონი ცრურმან ცრუმბაძე (რომელიც ერთ დროს მურმან დუმბაძედ იხსენიებოდა), როგორც ყოველთვის, ისევ ცრუობს და მიედ-მოედება. ეს კაკლის საბერტყი ჯოხი 2012 წლის ზაფხულში "ქართული ოცნების" ოფისის კართან იყო აყუდებული იმ იმედით, რომ დეპუტატის მანდატს გადმოუგდებდნენ. გადმოუგდეს და ახლა მთავრობის კართან აეყუდა, აჭარა ჩამაბარეთო. არ ჩააბარეს, არ გააკონტროლებინეს და გაბოროტდა. ისე გაბოროტდა, მიმიქარავს აბესალომსა და ეთერს შორის ეკლად გაკვეხებული მურმანი. ინერვიულა, იღლიაში ეკალი გამოუვიდა. წავიდა. მიხას დაელაპარაკა. იმან უთხრა, ბიძინა ივანიშვილზე ილაპარაკე, მე გამარჯვებულად გამომაცხადე და როცა ხელისუფლებაში მოვალ, აჭარას ჩაგაბარებ, სამუდამოდ გიფეშქაშებო. მიჰყიდა ცრურმან ცრუმბაძემ ეშმაკს სული, დაუდო ხელშეკრულება, მისცა პირობა ქაღალდზეც, დაბრუნდა ბათუმში და მოაღო პირი. იმდენი სისულელე ილაპარაკა, აცინა მთელი ქვეყანა. თუმცა ამას არ დასჯერდა, ამ დღეებში გაზეთ "ახალ თაობასთან" ბოლომდე ჩაჯდა საკუთარ ქაქში:

"საპრეზიდენტო არჩევნების მოგება ნიშნავს იმას, რომ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნებსოცნებააუცილებლად წააგებს. ივანიშვილი არჩევნებს აღარ დაელოდება და უკვე 29 ოქტომბერს გაიქცევა. სავარაუდოდ, თავის საყვარელ მოსკოვს შეაფარებს. ივანიშვილისთვის მთავარი თავისი ქონებაა. მას არც ქვეყანა აინტერესებს და არც პარტია. ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია ვიწრო წრეში. იქ იმაზეც ყოფილა საუბარი, რომოცნებისთავმჯდომარე სააკაშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებსამაზე მტკიცებით ფორმაში არ ვსაუბრობ. ეს არის ვარაუდი, რომ ივანიშვილი მესამე პრეზიდენტს უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს. იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს დიდი შანსი, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამას ყველაზე უკეთ ივანიშვილი გრძნობს, ამიტომაც ითხოვს მისგან გარანტიებსსააკაშვილთან საშინლად ვიყავი დაპირისპირებული, მაგრამ მეც კი ვაღიარებ, რომ მესამე პრეზიდენტი დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2012 წლის პირველ ოქტომბერს იყო".

ხედავთ, რა დღეშია აჭარის სრულიად ჭეშმარიტი ინტელიგენცია? ნუ, რაღა დაგიმალოთ და... ეს მალე სააკაშვილს ნაპოლეონად გამოაცხადებს, ხოლო საკუთარ თავს - რობესპიერად.

ალო, ალოოოო... მანდ, აჭარაში არავინ ხართ მადლიანი, რომ ამ კაცს ზოლიანი ხალათი ჩააცვათ, ერთი ნემსი გაუკეთოთ და სამკურნალოდ გააგზავნოთ? რას ამბობთ, მალე მიშა წაიყვანს? უი, მაინც ცოდოა, სულიერი არსებაა, ის უფრო გააგიჟებს. თუმცა... კაი, ჰო, მაგაზე მეტად როგორღა უნდა გააგიჟოს?!

ღმერთო, შენ მიხედე ყველა გაჭირვებულს.

გელა ზედელაშვილი