ბიძინა ივანიშვილი: მიუხედავად ძალთა არაპროპორციულობისა, მორალური გამარჯვება 9 აპრილს ქართველმა ხალხმა მოიპოვა

ბიძინა ივანიშვილი: მიუხედავად ძალთა არაპროპორციულობისა, მორალური გამარჯვება 9 აპრილს ქართველმა ხალხმა მოიპოვა

ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი, თავისუფლებისათვის გვიბრძოლია, ჩვენი სამშობლოსთვის ჩვენ ხშირად დიდი მსხვერპლი გაგვიღია და სამწუხაროდ, არც 9 აპრილი დასრულებულა მსხვერპლის გარეშე, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “პირისპირ” საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ძალთა არაპროპორციულობისა, მორალური გამარჯვება 9 აპრილს ქართველმა ხალხმა მოიპოვა.
„პირველ რიგში, 9 აპრილი ჩემთვის და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის ასოცირდება ქართული იდენტობის კიდევ ერთხელ გამომჟღავნებასთან ისტორიაში. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი, თავისუფლებისათვის გვიბრძოლია, ჩვენი სამშობლოსთვის ჩვენ ხშირად დიდი მსხვერპლი გაგვიღია და სამწუხაროდ, არც 9 აპრილი დასრულებულა მსხვერპლის გარეშე. თუმცა, მიუხედავად ძალთა არაპროპორციულობისა, მორალური გამარჯვება ქართველმა ხალხმა მოიპოვა 9 აპრილს. მთავარი ეს გახლდათ სიმბოლო თავისუფლებისათვის ლტოლვის, ქართული სულისკვეთების გამოხატვის, და სწორედ 9 აპრილიდან დაიწყო ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. ამის შემდეგ, 1991 წელს მეორედ გამოცხადდა ქართული რესპუბლიკა ზვიად გამსახურდიას მიერ და ქართულ სახელმწიფოებრიობას მეორედ ჩაეყარა საფუძველი – დემოკრატიულ სახელმწიფოს. ქართველების განსაკუთრებული სწრაფვა თავისუფლებისაკენ კარგად შეიმჩნეოდა იმ ჩაკეტილ სივრცეში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. 9 აპრილის შედეგები პირადადაც მომიმკია, როდესაც პრემიერის რანგში ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტით ვიმყოფბოდი, თავდაპირველად ვერც გავიგე ისეთი განსაკუთრებული მოწიწება ვიგრძენი ქართველებისადმი, მერე როდესაც დავაზუსტე ყველა 9 აპრილს იხსენებდა. 9 აპრილით საფუძველი ჩაეყარა შეიძლება ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა პირველებმა ჩვენ მოვახერხეთ და გავილაშქრეთ იმ წყობის წყობის წინააღმდეგ და გარკვეულწილად 9 აპრილმა დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი და ამას ძალიან მაღალ დონეზე აფასებდნენ ჩვენი მეგობრები – ბალტიისპირეთის ქვეყნები განსაკუთრებით – თუმცა ეს ვიგრძენი პოლონეთშიც სხვა ქვეყნებშიც. რამეთუ ისინიც ჩვენთან ერთად წარმოადგენდნენ საბჭოთა კავშირს და მათაც კარგად იცოდნენ, რამდენად იყო დაცული ადამიანის უფლებები და სხვა ფასეულობები იმ სივრცეში.ქართველების ეს განსაკუთრებულობა მთელი ისტორიის მანძილზე შეიმჩნევა და 9 აპრილსაც ჩვენი ხასიათის აფეთქებამ დიდი პოზიტივი მოიტანა სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისათვის. ხანმოკლე პერიოდში, 2 წელიწადში ძალიან არსებითად და ძალიან მაღალ მწვერვალზე ავიყვანეთ, თუმცა უფრო მოგვიანებით ემოციურობამ უარყოფითი შედეგიც ბევრი მოგვიტანა“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.