ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სრული ვერსია (ტექსტი)

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სრული ვერსია (ტექსტი)

პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა "პირველ არხზე",  გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად:


ყრილობაზე ჩემს სიტყვაში სამი მიზეზი დავასახელე, აქაც გავიმეორებდი, თუმცა აქცენტებს გადავაადგილებდი. პირველი, რაც ყრილობაზე გამოსვლის დროსაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, ეს გახლდათ და გახლავთ ის, რომ საქართველოში არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ასეთი მცირე ეკონომიკის, ასეთი ღარიბი ქვეყნის შემთხვევაში, დემოკრატიული ღირებულებები ევროპის, დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების შესადარია, რა თქმა უნდა, ჩამორჩება, მაგრამ შესადარია და ახლოსაა. ამ ფონზე, როდესაც ქვეყანა ღარიბია და ყველას ყველაფრის უფლება აქვს, რაც ძალიან კარგიადემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებებიც სწორედ იმაშია, რომ ადამიანებზეა მაქსიმალურად ყველაფერი მორგებული. ადამიანსა და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არამარტო გამოხატვის, სხვადასხვა დემოკრატიული ღირებულებები რომ არ ჩამოვთვალო, არამედ მათით სარგებლობის საშუალება. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გაღრმავდა და გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობაც და გამონათქვამებიც, ვინც თავისუფლად საუბრობს პრობლემებზე. საუბრობს ის ხალხიც, რომელიც არასდროს საუბრობდა, კრიტიკულად საუბრობენ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალიან ცუდ პოზიციებში მოგვევლინებოდნენ.

ამ ფონზე, მედიაც ძალიან ხშირად აჭარბებს, მაგრამ კარგია თავისუფალი მედია, გადააჭარბოს სჯობს, ვიდრე შეზღუდული იყოს. ეკონომიკა კიდევ ვერ ასწრებს, დემოკრატიული ნაწილი ისე სწრაფად ვითარდება. მხედველობაში მაქვს, რომ დემოკრატიული ღირებულებები უფრო ადრე და სწრაფად იკიდებს ფეხს ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა. გარკვეულწილად სახელმწიფო და სახელმწიფოს სტაბილურობა არის მოწყვლადი, რამეთუ კარგად მოგეხსენებათ, საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ელემენტარული სამუშაო ადგილები, ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ ბავშვებს სწავლის ფული გადაუხადონ, ცარიელი მაცივრებიამ ფონზე, როდესაც მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოთქმის და სხვა დემოკრატიული ღირებულებები, ქვეყანაში ძალიან ბევრი ავანტურისტია, განსაკუთრებით უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან, ძალიან სახიფათოა სიტუაციის სტაბილურად დაჭერა და შეიძლება ამას სჭირდებოდა დამატებით ჩემი რესურსი. მართვის ის მეთოდები, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში, მით უმეტეს პატარა ქვეყნისა და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობდა. მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები და ამაში ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ ძალიან ხშირად მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება. როგორც ჩანდა, გიორგი კვირიკაშვილი ძირითადად ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებასა და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება, მყისიერად, მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში. გუნდის მზაობა არ შეიმჩნეოდა, მით უმეტეს პარლამენტის. ეს პრობლემა გუნდზეც აისახებოდა. კვირიკაშვილის მართვის ამ მეთოდის გამო, გუნდს დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა. მიზანი, რისთვისაც იყო გუნდი მოწოდებული, მათ რიცხვში პარლამენტიც, მონაწილეობა მიეღო სახელმწიფოს განვითარების პროცესში, ვერტიკალი, სიმკაცრე საერთოდ ირღვეოდა. შეხვედრის დასასრულს, კარგად დაინახა გიორგი კვირიკაშვილმა და მთელმა გუნდმა, რომ მას აღარ ჰქონდა რესურსი მართვის, აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში და ეს გახლდათ სწორედ მიზეზი გადადგომის და არა ის, რომ ერთმა კაცმა და ბიძინა ივანიშვილმა დაიჟინა. მისი მართვის მეთოდები, რომელსაც კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში და მითუმეტეს, პატარა ქვეყნის და ჩვენი გუნდის შემთხვევაში.
პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არ მონაწილეობდა, მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ის, რომ მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა ძალიან ხშირად პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება, ძირითადად ორ კაცთან ალვიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა ის, როგორც ჩანდა, გადაწყვეტილებების შეთანხმებას და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება მყისიერად მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში. გუნდის მზაობა არ შეიმჩნეოდა, მითუმეტეს, პარლამენტის და ეს პრობლება გუნდშიც აისახებოდა და სწორედ ამიტომ და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, კვირიკაშვილის მართვის ეს მეთოდი, რომ გუნდს უკვე დაეტყო რომ დაშლას იწყებდა. მიზანი რისთვისაც იყო გუნდი მოწოდებული და მათ რიცხვში რომ პარლამენტიც მოანწილეობა მიეღო სახელმწიფოს განვითარების ბევრ პროცესში, ეს ვერტიკალი, ეს სიმკაცრე ირღვეოდა. გარდა ამისა, შეხვედრის დროს მძიმე კითხვები დაესვა კვირიკაშვილს, იყო შემთხვევები როდესაც ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და ამას არღვევდა კვირიკაშვილი თავის ქმედებებით. რა თქმა უნდა ლობირება ბიზნესისეს აუცილებელია ყველა ჩინოვნიკისგან, მე პირადად მოწოდებული ვარ არა ჩუინოვნიკი არამედ როგორ მოქლაქე მოვუწოდებ ყყველას რომ მაქსიმალური დახმარება და ლობირება უნდა გავუწიოთ შიგითაც და განსაკუთრებით გარეთ ჩვენს ბიზნესს ექსპორტზე, მაგრამ არც პრემიერს და არც მინისტრს არ უნდა დაავიწყდეს ის ვალდებულებები რაც მას აქვს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ინტერესების დაცვა ეს ბალანსი არ უნდა დაირღეს. შეკითხვები იყო ძალიან მძიმე, ალბათ სამი საათი გაგრძელდა. კვირიკაშვილი შეეცადა საპირისპირო აზრის გამოთქმას, მაგრამ დასასრულს კარგად ჩანდა რომ კარგად დაინახა მანაც და მთელმა გუნდმა რომ მას აღარ ჰქონდა რესურსი მართვის, აღარ ჰქონდა ნდობა არც პარლამენტში და არც მთავრობაში და ეს გახლდათ სწორედ მიზეზი გადადგომის და არა ის, რომ ერთმა კაცმა და ბიძინა ივანიშვილმა დაიჟინა, იქ იყო მკაცრი კითხვები იყო ზომიერი კითხვებიც პასუხის გაცემის, შედეგი ძალიან კარაგდ ცანდა და მანაც კარგად დაინახა შედეგი, და გადაყვწტილება ერთ-ერთი რაც მას დარჩა, მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც. ბოლოს ყველად დაინახა, რომ მას არ ჰქონდა რუსურსი, იქ იყო მკაცრი კითხვები, მას ჰქონდა შესაძლებლობა პასუხის მიმცემი, ეს არ იყო რომ ბიძნა ივანიშვილმა მიიღო გადაწყუვეტილება.

თუ გვინდა, პროცესი დავიჭიროთ და ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ რიცხვში, დღევანდელი მთავარი პარტიაც უნდა განვითარდეს. „ქართულ ოცნებასძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჭეშმარიტად ევროპულ პოლიტიკურ პარტიას დაემსგავსოს. ამ მხრივ, ბევრი საქმე მაქვს და იმედი მაქვს, ჩემსას მოვერევი.
პარტიაში უამრავი პრობლემაა, რადგან ის რეალურად, არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა და საზოგადოებამ ძალიან მწირად თუ იცის მისი იდეოლოგია. პარტიაში, განსაკუთრებით, რეგიონებში, უნდა მოხდეს უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობა, უფრო მეტი ახალი კადრის მოძიება. შესაძლოა, საგარეო საბჭოც შევქმნათ და სოციალურ-კულტურულიც. პარტიის მოედანზე, ამ საბჭოების ფონზე მოვახერხებ, მთავრობასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან მქონდეს ურთიერთობა. ისე არა, დამახინჯებით, რომ სხვისი საქმე ვაკეთო. ყველა თავის საქმეს გააკეთებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, გუნდი გავამთლიანოთ, გავაძლიეროთ და მმართველობა უფრო ეფექტური გავხადოთ. ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ხალხის ამ ნაწილზე ძალიან ბევრს ვზრუნავთ და გვინდა წლის ბოლომდე როგორმე საზოგადოების ეს ნაწილი ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიყვანოთ. კვირკაშვილის გადადგომა ამ ხალხს ვერ გაამდიდრებს. მთავრობა, თვითონ მამუკა ბახტაძის მეთაურობით რამდენიმე ვარიანტს და ვარიაციას იხილავს. მეც ძალიან ვაქტიურობ იმაში, რომ როგორმე საზოგადოების ეს ნაწილი ამ ზღვიდან გამოვიყვანოთ და უარესი ფორმა უკეთესობისკენ შევცვალოთ. გვინდა ეს წლის ბოლომდე მოვახერხოთ, ეს გვაქვს სამიზნედ. მე ვფიქრობ მოვახერხებთ ამას და უფრო დაწვრილებით საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს.

ძალიან ბევრი მაჩვენებლებით, საერთაშორისო კვლევებს თუ ვნახავთ, თუ გინდა მედიის თავისუფლებით, თუ გინდა მთავრობის გამჭვირვალობით, ეფექტურობით ძალიან ბევრ ევროკავშირის ქვეყნებს უსწრებს დღეს საქართველო. ამ დროს საქართველოს ეკონომიკა დღეს არის ისეთი როგორიც არის, და ჩემი პირადი რესურსიც ამ დისბალანსში მინდა, რომ მაქსიმალურად ქვეყნას მოვახმარო, გუნდს მოვახმარო რომ როგორმე ვინმეს ცდუნება არ გაუჩნდეს და უარი არ ვთქვათ იმ ღირებულებებზე და ამ დროს ეკონომიკა დავაწიოთ იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც თავისთავად ამ საზოგადოებაში არ გაჩნდესრად გვინდა ეს, თუ ეკონომიკა არ გვაქვს და სწორედ ეს ღირებულებები, თავისუფალი დავა, ბაზარი, კონკურენტუნარიანი ბიზნესი ეს ყველაფერი, რაც ნაწილია დემოკრატიულობის, ეკონომიკის ზრდას , რა თქმა უნდა, ხელს უწყობს და ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ როგორმე, რომ ავიტანოთ.

ჩემი პოზიციაა დაქართული ოცნებისწევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი გუნდიდან არ დავასახელოთ. გუნდში პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, მათ შორის, საუბარი იყო თავად მასზე, აგრეთვე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე, თეა წულუკიანზე. ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, ვინც მართლაც შეძლებს პირველსავე ტურში გამარჯვებას. ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი.

დემოკრატიულობაზე და დემოკრატიზაციაზე სააკაშვილის გუნდი ყველაზე მეტს საუბრობდა. სურვილი არ ჰქონდათო, ვერავინ იტყვის, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. უნიათოს რომ ეძახიანქართულ ოცნებასდა დღევანდელ ხელისუფლებას, უნიათობა მაშინ იყო. მათ ვერ მოახერხეს იმ მეთოდებით მართვა, თორემ სააკაშვილი გარეთ აფორმებდა ამას. მას სურვილი დიდი ჰქონდა. დემოკრატიულობით ამაყობენ ქვეყნები და ამაყობენ პიროვნებებიც, ვინც მონაწილეობას იღებს ამ პროცესში. ჩვენ ხელისუფლებაში რომ მოვედით, პირველ წელს, ძალიან დიდი სიძნელეები გადავიტანეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროპაშიც, რადგან იქ გაფორმებული იყო საქართველო დემოკრატიის შუქურად. ამ დროს სააკაშვილი გამალებულად დიქტატურას აშენებდა. სხვანაირად მართვა მაგ კაცმა და მაგ გუნდმა ვერ შეძლეს, თუმცა სურვილი რომ ჰქონდათ, ეს ჩანს მათივე შეფუთულით, მოტყუებული ინფორმაციით ევროპაში და ამერიკაში, მაგრამ ვერ მოახერხეს და ვერ შეძლეს. ნათლად ჩანდა, რომ გზა მათი იყო დიქტატურისკენ.

არის შეკითხვები საზოგადოების მხრიდან. ჩინოვნიკი თუ პროკურორი, ყველას უნდა უნდა იყოს სუფთა, არ უნდა შეეშინდეს დანახვების, ეს არის დღევანდელი გუნდის პოზიცია. სხვა რესურსი გუნდს არც გააჩნია და ვერც მოვიხმართ ისევ იმ მიზეზით, რომ ეკონომიკა არის ძალიან მწირი, ღარიბი და ამ ფონზე დემოკრატიული ღირებულებების წინმსწრები ასეთი დანერგვა არის უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში და ამას სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება.
გუნდს, ხელისუფლებას რესურსი არ გააჩნია, გარდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებების მაქსიმალური შეგრძნებისა საზოგადოების წინაშე. ეს პროცესები ჩვენს თვალწინ განვითარდა. მივადევნოთ თვალი და ვნახოთ, იქ პროკურატურა რამდენად ეფექტურად მოქმედებდა. იცით, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, რამდენადაც ეს თემა მოზარდებთან იყო დაკავშირებული და 40 დღეში გამოძიება უნდა დასრულებულიყო. ამან შეიძლება ხარისხზე მოახდინა ობიექტური გავლენა. იყო თუ არა სუბიექტური გადაცემები პროკურატურისამ თემებს საზოგადოება თვალყურს ადევნებს. რაც მოხდა დღემდე, ვთვლი, რომ ეს არის გაგრძელება იმის, რაც ჩვენმა გუნდმა მოიტანა პოლიტიკაში, რომ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული იყოს ხელისუფლება საზოგადოების წინაშე და ამას განუხრელად უნდა ასრულებდეს.

მე გარკვეული როლი მაქვს, რასაც ოპოზიცია დაჟინებით არტყამს, ამახინჯებს და ცრუობს. ისინი ამბობენ, რომ ფულს ვაკეთებ და საზოგადოებას ვძარცვავ. სინამდვილეში კი, პირიქით, საერთო საქმეს, ყველაფერს ჩემი კერძო ფულით ვაკეთებ. ეს ჩემმა გუნდმაც უნდა შეიმეცნოს და პროცესებში ჩაერიოს. თუ გნებავთ, ჩემ მიმართ ყველა ბრალდება ინტერნეტში დავდოთ და მე თითოეულს გავცემ პასუხს. მოვიდნენ და კომისია, ან ჯგუფი შექმნან, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ერთ ნიუანსს ვერ ნახავენ იმისგან განსხვავებულს, რასაც ვაფიქსირებ.

საზოგადოებაზე იმავეს ვერ გადავიტან, მაგრამ ოპოზიცია ნამდვილად ობიექტურად მაფასებს, აფასებს ჩემს როლს. ისინი დაჟინებით მაკრიტიკებენ, რამეთუ, იციან, რომ მე მაქვს რესურსი, საზოგადოება მენდობა და თუ ჩემი პერსონის დაკნინებით შედეგს მიიღებენ, შეუძლიათ, სიტუაცია ამოაყირავონ, რაზეც ხელი ექავებათ. მათ დემოკრატიული მართვა ვერ შეძლეს და დღესაც იგივე ძალები ბობოქრობენ, ან ერთკაციანი პარტიები. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ელემენტარული ეკონომიკური ანალიზი მაინც გააკეთონ. ამიტომ, ეს ერთკაციანი პარტიები გამოდიან და პირდაპირ მლანძღავენ. შეურაცხყოფას მაყენებენ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებს და ძირითადად, ამით არიან დაკავებული. თუმცა, იმის შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარედ დავბრუნდი, შესაძლოა, ეს რესურსიც გაჩნდა და შეიძლება, უფრო მეტად უნდა უპასუხონ, თუ გუნდშიც აქვთ განცდა, რომ უპასუხისმგებლო ოპოზიციის ლანძღვიდან, ან შეკითხვებიდან რომელიმე ლეგიტიმურია. თუ რამე კითხვა რჩება, რომ შესაძლოა, რომელიმე კითხვას საფუძველი ჰქონდეს, მე დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი გუნდის ნებისმიერ წევრს ერთად, თუ ცალ-ცალკე. ადრეულ პერიოდში, როცა საზოგადოების წევრი ვიყავი, ოპოზიციამ მოახერხა და ჩემს საკითხს ტაბუ დაადო. თუ ივანიშვილზე რამე პოზიტიურს იტყოდი, მაშინვე იტყოდნენ, რომ ივანიშვილი უკვე დიქტატორი იყო. ამ ფონზე, არ მინდა, გუნდის წევრები დავადანაშაულო, რამეთუ, ჩემი დაცვა ასე მარტივი არ იყო. ძველმა გუნდმა, რომელიც ძირითადად, მედიით მართავდა და მათი მართვის ძირითადი იარაღი პიარი იყო, ხელგაწაფულობითა და მოურიდებლობით ყველა ზღვარს გადააჭარბა და ჩემმა გუნდმა ჩემი დაცვა ვერ მოახერხა. ეს პირადად მეც ვერ მოვახერხე. საერთოდ, ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, ნათელაშვილმა რომ შეგაქოს, თავი უნდა მოიკლა კაცმა. მისი გინება საზოგადოებაში შესაძლოა, პოზიტივშიც კი ჯდებოდეს. თუ მათაც აქვთ ეჭვი იმ ბრალდებებზე, რასაც ოპოზიცია მიყენებს, ნებისმიერს სიამოვნებით ვუპასუხებდი. შეგვიძლია, ამ ბრალდებების მთელი ნუსხა შევადგინოთ და პასუხი ნებისმიერს გავცე.

მე წინასწარ მქონდა დაწერილი გრაფიკი, რა დროს მოვიდოდი პოლიტიკაში, რა დროს წავიდოდი სამოქალაქო საზოგადოებაში. ძალიან ვამაყობდი, რომ თანმიმდევრული ვიყავი და რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იყო, მაგრამ აუცილებელი. რადგანაც პოლიტიკაში მოვედი და დავარღვიე ჩემი თანმიმდევრულობა, ამ შემთხვევაში, მე პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას აღარ ვიჩქარებ, რამდენსაც შევძლებ – 62 წლის ვარ, პატარა ბიჭი აღარ ვარ, სანამ ენერგია მექნება. რაც მთავარია, სანამ საზოგადოებიდან ვიგრძნობ, რომ მე კიდევ საჭირო ვარ, ვიქნები.
ძალიან მოწყვლადია სახელმწიფოს მდგრადობა, რადგან ხალხი, რომელიც ღარიბია და ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი არ არისსოფლის მეურნეობას პირობითად სამუშაო ადგილებად რომ ვასახელებთ, მე ასე არ ვიმეორებ ამასკერძო ნაკვეთებში დაკავებულები. ჩემი აზრით, უმუშევრობის პროცენტი გაცილებით დიდია ვიდრე სტატისტიკა, რომელიც ქვეყნდება, არა იმიტომ, რომ იტყუებიან, რეალობას თუ ჩავხედავთ. მინდა, რომ სანამ მოწყვლადია, თუ შევძელით და საზოგადოებაში მოთხოვნილებაც იქნება, მე აღარ ვისურვებდი თავმჯდომარეობიდან წასვლას. სხვა როლის და მთავრობაში მონაწილეობის, რა თქმა უნდა, არავითარი სურვილი არ მაქვს და საჭიროებაც არ არის. ახალგაზრდა გუნდი მოდის და ჩემზე კარგად ართმევენ თავს. ენერგიითაც და ცოდნითაც. ჩემზე მცოდნეები და ენერგიულები მოდიან. ნახეთ, ახალი გუნდი როგორ ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი მივიღეთ.

დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნისქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ნურავის ექნება ილუზია, რომქართულმა ოცნებამუნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, ამ პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომქართულმა ოცნებამსაკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს. „ქართულ ოცნებასრეალურად არა ჰყავს, სამწუხაროდ, თუ გნებავთ. „ქართულ ოცნებასმე ძალიან დიდი პატივს ვცემ, დიდი წვლილი მაქვს, მაგრამქართული ოცნებაარ არის ჩემთვის ძირითადი, ჩემთვის ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო. სახელმწიფო განვითარებისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ იყვნენ კიდევ ბევრი ძლიერი პარტიები და საზოგადოებას ასარჩევი ჰქონდეს. სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობაა, როგორიც არის და ამ რეალობას სწორედ ეს მოუხდებოდა.