ბნოდარ ბნედაძის ხმა ჯოჯოხეთიდან

ბნოდარ ბნედაძის ხმა ჯოჯოხეთიდან

"ყრუსთავი 2"-ის ფილდკომანდერი ნოდარ მელაძე (ბნოდარ ბნედაძე ჯოჯოხეთიდან) ისევ ისტერიკაშია, გადადის და გადადის დაუკრეფავში, უკვე ბინძურ ტლაპოშია... იქიდან "ქადაგებს". მისი ყველა გადაცემა იწყება ასე:

ბნოდარ ბნედაძე: ვის და რატომ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილიიიი!!! მკვლელობები და წამება, რომლის უკანაც დგას "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილიიიი!!! როგორ მოისყიდა და შემდეგ აწამა შაქრო ქიბროწაშვილი ბიძინა ივანიშვილმაააა!!! მუქარა, შუბლზე პისტოლეტის დადება, გაშიშვლება და ფეხებით დაკიდება სარდაფშიიიი... ვის დაუკვეთა ბიძინა ივანიშვილმა სარდაფის სპეცოპერაციაააა!!! არჩევნების გაყალბება, მკვლელობა, დაჭრა, დასახიჩრება, დაპატიმრება, სისხლი და ვაებაააა... როგორ შეინარჩუნა ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლებაააა!!! წართმეული ბიზნესები, ახეული ძუძუგულები, გაუპატიურებული ცოლები და დედმამიშვილებიიიი... რაში დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს პატიოსანი საზოგადოების ტერორიიიი!!! სახლები და სასახლეებიიი... პარკები და დოლ-გარმონიიიი... რესტორნები და ბარებიიიი... ვის რამდენის ჭამა დაავალა ბიძინა ივანიშვილმაააა!!! მიტოვებული ბავშვებიიი... მიტოვებული და დაშანტაჟებული ოჯახებიიიი... რატომ არ პატრონობენ ბიძინა ივანიშვილის ძმები მიტოვებულ ოჯახეეეებსსს!!! სკანდალური სასამართლო პროცესები საფრანგეთშიიიი... როდის დააპატიმრებენ ბიძინა ივანიშვიიიილსსს!!! მოჭრილი თავები და გახრწნილი გვამებიიი... რა აღმოაჩინა "კურიერმა" საღორიის ტყეშიიიი... რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს აღნიშნულ გვამებთაააანნნ!!! შეტაკებები თბილისის ქუჩებში და რესტორნებშიიი... ტყვიების წვიმა საქართველოს თავზეეეე!!!

ეს და კიდევ ბევრი სკანდალური ისტორია მხოლოდ ჩვენთან და მხოლოდ შაბათის "კურიერშიიიი"!!!

***

რედაქტორის მინაწერი: დიაააახ, ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენთანაა და მხოლოდ შაბათის "კურიერშიიიი"!!!

დააბით, ეს ჩემისები, დაააბიიიით!!!

გიორგი ხმალაძე