მიხეილ ყაველაშვილი: ბოდიში საზოგადოებას, მართლაც დიდი შეცდომა გვაქვს დაშვებული

მიხეილ ყაველაშვილი: ბოდიში საზოგადოებას, მართლაც დიდი შეცდომა გვაქვს დაშვებული

“მართლა დავკარგეთ დრო და ბოდიში მინდა ჩვენს საზოგადოებას მოვუხადო, რომ ეს ხალხი აქ ზის პარლამენტში”,-ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან “ევროპული საქართველოს” წევრის, კაკო ბობოხიძის განცხადებებს ცრუ ინფორმაციები უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს ღამით ქონებას აფორმებდნენ, დღეს მორალს კითხულობენ.
“არ შემიძლია ემოციის გარეშე ვუცქირო ჩემს მარცხნივ მყოფ ძალას, გაერთიანებულ ძალას, ვითომ გაყოფილს, როცა ოდნავი შესაძლებლობა მიეცემა ამ ძალას, როგორც ეს იყო 20 ივნისს, დავინახეთ ყველა ჩვენმა მოქალაქეებმა თუ რისი გაკეთება უნდოდათ. აქ შიგნით გამაგრებული რომან გოცირიძე, მისი ამფსონები, თავისი აქტივისტებით და გარეთ რა დღეში იყვნენ. მაგრამ როგორც ძალას კარგავენ, ზუსტად ასეთ ქილიკს მიმართავენ და სიცრუის ტირაჟირებას, როგორც კაკოია ბობოხიძე ტირაჟირებდა ახლა.
მე აქ ფაქტები მაქვს, ბობოხიძე თითქოს აღნიშნავდა, რომ ისინი აღიარებენ ბატონი ბიძინას ქველმოქმედებას და მის ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე. რომან გოცირიძე, რომელიც ქილიკობდა, რომ 60 ათასი სტუდენტის, ასევე ვთქვათ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში, ეს ბლეფია, და ის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ 200 – მდე სტუდენტზე იქნებოდა გათვლილი ეს უნივერსიტეტი და 75 უნივერსიტეტიდან ბოლო ადგილზე იქნებოდა. უნდა გაგაწბილოთ ბატონო რომან, რომ დაახლოებით მილიარდი ევროს ინვესტიცია ხორციელდება და გასულ კვირაში მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა შენდება ქუთაისში და როგორი მასშტაბური პროექტია და მე მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვთ, რომ მათ ჩვენთან საქართველოში მიიღონ ევროპული განათლება, რასაც ეს ბატონები მთელი ცხრა წლის მანძილზე, ეს ცხრა წელიც უნდათ, რომ გააბითურონ და რატომ უნდათ რომ მოსაბეზრებელი გახადონ და ზოგიერთი ჩვენი კოლეგაც, აქედან გასული, თითქოს ცხრა წლის შეხსენება არ უნდა ხდებოდეს. ყოველდღე უნდა ვახსენებდეთ ამ ადამიანებს, რომლებიც მთელ მსოფლიოს არწმუნებდნენ იმაში, რომ პროგრესული ძალა იყო, სინამდვილეში კი, ბოლშევიკები იყვნენ. ღამის სამ საათზე ქონების გადაფორმებები, ადამიანების მიმართ როგორ იქცეოდნენ და ყველა ადამიანში როგორ ეძებდნენ დამნაშავეს და დაშინებული ადამიანები ერთმანეთს ვერ ესაუბრებოდნენ, იყო მოსმენები, ყოველ სამ კაცში ერთი ეგონათ ყოველთვის სუს-ის აგენტი და ა.შ. ეს ადამიანები დღეს მორალს გვიკითხავენ. შეუძლებელია ამათთან კონსტრუქციულ რეჟიმში არსებობა.
ასევე “ევროპული საქართველო” რომ არ გავაწბილო და კაკო ბობოხიძე, თითქოს მათ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ქუთაისის უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ციტატას წაგიკითხავთ ბატონი სერგი კაპანაძის, რომელიც აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა რომც განახორციელოს იმის ნახევარიც კი, რის პირობასაც დებს, ეს განათლების ბაზარში ძალიან უხეში და არასწორი ფორმით ჩარევა იქნება. ივანიშვილი, შემდეგ მის სახელმწიფოსთვის გადაცემას რომ გეგმავს, ეს თურმე საგანმანათლებლო ბაზარს ძალიან დააზიანებს. თქვენ გესმით ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ამ ადამიანების ხედვა პროგრესულად უნდა შევაფასოთ ? ეს ადამიანები, რომლებიც თავიანთ მინისტრებს, მიხეილ სააკაშვილი პირველად, რომ მოვიდა ეკონომკლასით უნდოდა ფრენა ევროპაში და დავისვამ მინისტრებს და ერთად ვიფრენთო და ერთ-ერთ მინისტრი ზუსტად ორ წელიწადში გახდა მილიონერი. ასე ატყუებდნენ და აბოლებდნენ ჩვენს საზოგადოებას. კაკო ბობოხიძის სიტყვებით დავასრულებ, რომ მართლა დავკარგეთ დროს, მართლა დავკარგეთ დრო და ბოდიში მინდა ჩვენს საზოგადოებას მოვუხადო, რომ ეს ხალხი აქ ზის პარლამენტში. მართლა დავკარგეთ დრო და ბოდიში ჩვენს საზოგადოებას იმიტომ, რომ მართლაც დიდი შეცდომა გვაქვს დაშვებული, რომ განვითარებისთვის ამ ძალამ ძალიან ბევრი დაგვაკარგინა”,-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.