ბოზიშვილები, ანუ მამულო, საცოდავო, ჩემ ფეხებს აყვავდები!

ბოზიშვილები, ანუ მამულო, საცოდავო, ჩემ ფეხებს აყვავდები!

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ტიპი. ადრეც ტიპობდა, შევარდნაძის ეპოქაშიც და ახლაც ტიპობს, ლამის ყოველდღე დაატარებენ ტელევიზიიდან ტელევიზიაში და ჭკუას ეკითხებიან, პოლიტიკურ პროცესებს აანალიზებინებენ, მორალზე ალაპარაკებენ. ეს ტიპი ძაან მაგრად ნაცობს და ანცობს. შევარდნაძის პერიოდშიც ანცობდა - თანამდებობის პირებთან კაბინეტებში თავხედურად შედიოდა, "შინაურულად" ჩამოუჯდებოდა და პირდაპირ მიახლიდა ხოლმე: ბატონო იმანო, მე თქვენზე კომპრომატები მაქვს, რასაც გეტყვით, თუ არ გამიკეთებთ, გამოვაქვეყნებო. მართლა რამე კი არ ჰქონდა, უბრალოდ ტაქტიკა შეიმუშავა ეგეთი.

ბევრი წამოეგო ამ ბოზიშვილის ანკესზე, ჩინოვნიკები ფიქრობდნენ, შეიძლება არაფერი  გვაქვს მიქარული, მაგრამ აღარ გვახსოვს, ამ ჩვენის გადანგრეულმა, ემანდ არაფერი გამოქავეყნოსო - ზოგმა სახლში პარკეტი დაუგო, ზოგმა ფული "აჩუქა", ზოგმა კედლები გაულესა, ზოგმა ავეჯი უყიდა და ამასობაში მოხდა კიდეც ვარდების ე.წ. რევოლუცია, ძალაუფლება მისნაირმა "პრაშმანდოვკებმა" ჩაიგდეს ხელში. ჰოდა, ეს ტიპი ისე გაჯეჯილდა, მეტი არ იქნება, ზოგს რა დააწერა, ზოგს - რა, ვისაც თვალი დაადგა, ყველა გაყვლიფა, ყველას სისხლი გამოწოვა.

ჰოდა, იმას ვამბობდი... ტიპი ისევ ტიპობს, წვერიც მოუშვა (ადრე უწვეროდ დადიოდა), სულ ტელევიზორში ზის და სიყვარულზე ქადაგებს, ოღონდ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვას რომ მორჩება ხოლმე, მერე. მისი ბედნიერების წყარო და სიყვარულის ნავსაყუდელი "ნაცმოძრაობაა".

მე და ჩემნაირებმა კი ვიცით, რა ბოზიშვილიც ბრძანდება, მაგრამ ისეთ გამომეტყველებას მიიღებს ხოლმე, გეგონება ბუზი არ აუფრენია საკუთარი ცხვირიდან. ესენიც, ეს ტელეჟურნალისტებიც უსმენენ სასოებით და უსვამენ შეკითხვებს, მასში ხედავენ თანამედროვე ციცერონს. ამ დროს მგონია, რომ ისნი ერთნაირი სირთაოზები არიან... და რას ჰქვია, მგონია? ნამდვილად არიან!

ამ ტიპის ვინაობას, რომელიც თანამდებობის პირებს აშანტაჟებდა, არ გავამჟღავნებ, კი მინახავს საკუთარი თვალით რაღაც-რაღაცები, მაგრამ იმ პერიოდში ტექნიკა ასე არ იყო განვითარებული და რომც ყოფილიყო, ფარულ ჩაწერას არ "განვახორციელებდი", რადგან მაინც არაკაცობა მგონია.

მოკლედ... ასეთების ხელში, მამულო, საცოდავო, ჩემ ფეხებს აყვავდები!

გელა ზედელაშვილი