გოგა ხაინდრავა: გაბუნიას მიერ წაკითხული ტექსტი ძალიან ჰგავს შკლიაროვის დაწერილს!

გოგა ხაინდრავა: გაბუნიას მიერ წაკითხული ტექსტი ძალიან ჰგავს შკლიაროვის დაწერილს!

არც გაბუნიამ და არც გვარამიამ იმდენი რუსული არ იციან, ის ტექსტი რომ დაეწერათ, რაც ჩვენ მოვისმინეთ,  ეს ძალიან გავს შკლიაროვის ტექსტს, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მეორე დაჯგუფებაა ე.წ. "ევროპული საქრთველო", რომლებიც ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგები იყვნენ და რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე საბჭოთა კავშირის დამსმენს დაუჭირეს მხარი.

,,არც გაბუნიამ და არც გვარამიამ იმდენი რუსული არ იციან, რომ დაეწერათ ის ტექსტი, რომელიც გუშინ იქნა წაკითხული. ეს ძალიან გავს შკლიაროვის ტექსტს. რაც შეეხება იმ მეორე დაჯგუფებას, რომლებიც ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგები იყვნენ,  ეს ე.წ.  „ევროპული საქართველო“ ბოკერიას თამადობით, ეს ის ხალხია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე საბჭოთა კავშირის დამსმენს დაუჭირ მხარი, მხარი დაუჭირეს ჩეკისტს.  რუსეთი პირდაპირ გზავნის საქართველოში ვაშაძეს და იმ ჯგუფს,  იმ გუნდს , რომელიც ყველანაირად ცდილობდა, ქართულ საზოგადოებაში შეეტანათ დაპირისპირება,  შეეტანათ ის აბსოლუტურად ნეგატიური მუხტი, რომლის მოწმენიც ვიყავით საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, საქართველოში გავლენების მოპოვება არა მარტო რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც უნდათ და ამაში მათ სხვადასვხა ჯგუფები ეხმარებიან.

,,საქართველოში არა მარტო რუსეთს, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასაც უნდა გავლენების მოპოვება და ეს დასაზრახი არ არის, ვინაიდან ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს.  საქართველო საკვანძო ქვეყანაა კავკასიაში. მაგალითად კაპიტანი გიგაური, რომელიც მილიონობით დაფინანსებას იღებს და პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" რუპორია. არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები ესენი არ არიან. მშვენიერაძე დგას "რუსთავი 2"-ის წამყვანის, მშილდაძის გვერდით, ბენიძე, ეს არის ერთი ჯგუფი, ეს არის დაფინანსებული ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ, ეს გავლენები ზუსტად იმ ადამიანების ხელში იყოს, ვისაც, ჩემი აზრით, ნაკლებად უნდათ ჩვენი ხვალინდელი დღე და აწმყო“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.