ვახტანგ მაისაია: გაბუნიას ტექსტი რუსული სპეცსამსახურების მიერაა მომზადებული

ვახტანგ მაისაია: გაბუნიას ტექსტი რუსული სპეცსამსახურების მიერაა მომზადებული

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაიასია ჟურნალისტ  გიორგი გაბუნიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ  ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ბრძოლის ერთ-ერთი რუსული ტექნოლოგია გამოიყენ. მისი მტკიცებით,  გაბუნიას ტექსტი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული და მისი მიზანი გახლდათ, რუსეთს მისცემოდა საშუალება, გაეგრძელებინა 2008 წლის ავანტიურა. როგორც ექსპერტი ამბობს, ამავე დროს ეს პასაჟი პუტინმა გამოიყენა პირადი რეიტინგის გასაუმჯობესებლად.

"რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა აგებულია ე.წ გერასიმოვის თეორიაზე, რომელიც ეყრდნობა ჰიბრიდული ომის კონცეფციას. "რუსთავი 2"-ის ე.წ. ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადება, მისი ვორდინგი რომ შევაფასოთ, ძალიან კარგად წარმოჩნდება, რომ ის ტერმინები, რომელიც მან გამოიყენა რუსულ ორიგინალში,  ძალიან კარგად ფლობენ რუსეთის კრიმინალური სამყაროს  წარმომადგენლები და სპეცსამსახურები. ბუნებრივია, გაბუნია ამ სიტყვებს თავისით ვერ მოიძიებდა. ეს კარგად მომზადებული ტექსტი იყო, წინასწარ შეთანხმებული. ეს დასტურდება იმითაც, რომ როგორც კი გაჟღერდა ეს პროვოკაცია, რუსეთი გადავიდა ეგრევე პროვოკაციაზე. პუტინის მისამართით უცენზურო გამონათქვამები არაერთხელ და არანაკლებ გავლენიანი პირებისგანაც გაჟღერებულა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა მხოლოდ ამ განცხადბას. მან გამოიყენა  ცნობილი ტექნოლოგია - კეთილი მეფის მანტია მოისხა და თან დაგვემუქრა ყველა კუთხიდან გამომდინარე".