გამოთაყვანების ზღვარზე, ანუ "ტოსკა" თუ "სოსკა"?!

გამოთაყვანების ზღვარზე, ანუ "ტოსკა" თუ "სოსკა"?!

იყო ერთი დიდი კაცი და დიდი მოაზროვნე ემანუელ კანტი. მან ერთხელ თქვა: ხელები, ეს არის თავიდან გამოსული ტვინი. ანუ, რასაც ადამიანი მოქმედებს, ამბობს და აკეთებს, თავიდან, ანუ ტვინიდან გამომდინარეაო.
...
რასაც გვარამია აკეთებს, მიხეილ სააკაშვილის ტვინის კარნახით აკეთებს და გამოდის, რომ ნიკოლოზ გვრამია სააკაშვილის ხელებია.
ამ ბინძური ხელებით იფხანს მიშა ...ებს და მერე ამ ხელებს გვიფათურებს სულში...
კიდევ კარგი, ბიძინა ივანიშვილმა "გაბედა" და თქვა:
"
თუ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება (არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო) სხვა საზოგადოება მივიღოთ, — რაღაც გამოთაყვანებული (ბოდიშის მოხდით)…“
გვარამიას, ამ გამოთაყვანებულს და გაბოროტებულს, როგორც კარგად ვხედავთ, ქვეყნის გამოსულელებაც უნდა, მაგრამ ეს ჩემი წერილი გვარამიას არ ეხება, რადგან გვარამიათი არც დაწყებულა და არც დამთავრდება მსოფლიოში შექმნილი მედია-ომის მძვინვარება, რომლის ერთი პატარა "რუჩნაია გრანატა" გახლავთ თავად ნიკოლოზ გვარამია.
სინამდვილეში, ტელეეკრანებიდან წამოსული სიბილწის ნიაღვარი მოსახლეობის მასობრივი და სრული ფსიქოლოგიური გამოფიტვისკენ არის მიმართული და ადამიანების დაცემისა და განადგურების ერთი შეხედვით უწყინარი, სინამდვილეში კი საშინელი იარაღია.
2004
წელს, ნიუ იორკში, გამოიცა გელაპის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ პოზიტიური ფსიქოლოგიისბაბუადწოდებული დონალდ კლიფტონის წიგნიპოზიტიური სტრატეგიები ცხოვრებაში და საქმეში“.
კორეის ომის დასრულების შემდეგ ყურადღება მიიქცია ფაქტმა, რომ ჩრდილოეთ კორეის ტყვეობაში ყველაზე მეტი სამხედრო ტყვე დაიღუპა ამერიკის მთელი სამხედრო ისტორიის განმავლობაში. თუმცა, სიტუაციას, რომელშიც კორეის ბანაკებში ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, არ შეიძლება ეწოდოს ზედმეტად მკაცრი ან არაადამიანური - ტყვეებს საკმარისი რაოდენობის და მისაღები ხარისხის საკვები, წყალი და საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ.
კვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პატიმრებზე მიზანმიმართულად იყენებდნენ ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდებს, რომლებმაც დამანგრეველი გავლენა იქონია მათ ფსიქიკაზე. ამ მეთოდის ავტორებს მიზნად ჰქონდათ, ჯარისკაცები ადვილად სამართავ ფსიქოლოგიურვამპირებადექციათ. კვლევის დროს დაავადების ახალი სახეობა აღმოაჩინეს და მას უკიდურესი უიმედობის სინდრომი ეწოდა - მირასმუს, ემაციატიონ ფსიქოლოგიური ძალების გამოფიტვა, ანუ ცხოვრების სურვილის გაქრობა.
მიზანი იყო, ადამიანში ცხოვრების სურვილი გაქრობა, იმ ემოციური წყაროს გარეშე დარჩენა, რომელსაც ადამიანური ურთიერთობები ქმნის.
ამ მიზნისთვის ოთხი ტაქტიკური მეთოდი გამოიყო:
-
დასმენების, წახალისების გზით ურთიერთობებში უნდობლობის დანერგვა;
-
საკუთარი უღირსობის განცდის წახალისებით პიროვნული თვითგვემის სურვილის აღძვრა;
-
პატრიოტული გრძნობების განეიტრალება;
-
პოზიტიური ინფორმაციების დეფიციტის შექმნა.
განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ტაქტიკა გულისხმობდა ანტიპატრიოტული განცდების სტიმულაციას ნებისმიერი ფორმით, ნაციონალური ღირებულებების გაუბრალოებას და ავტორიტეტების მიმართ ნდობის გაქრობას.
მთავარი შედეგი იყო ხელმძღვანელობასა და მათ ხელქვეითებს შორის არსებული ურთიერთობების თანდათანობითი და თანმიმდევრული ნგრევა.
ადამიანური ურთიერთობები თანდათან მოისპო
ადამიანებს ერთმანეთი ფეხებზე ეკიდათ.
ტყვე ჯარისკაცებისთვის დადებითი ემოციების დეფიციტის შექმნისა და ნეგატიური ემოციებით მათი უხვად მომარაგებისთვის, კარგი ცნობები ადრესატებამდე ვერ აღწევდა, ყველა ცუდი ამბავი კი, მაგალითად, ცნობა ახლობლის სიკვდილის შესახებ ან ცოლის წერილი, რომელშიც ის წერდა, რომ დაიღალა ქმრის ლოდინით და ცხოვრების გაგრძელებას სხვასთან აპირებდა, პატიმრებამდე შეუფერხებლად მიდიოდა. ეფექტი დამანგრეველი იყო: ტყვეები ცხოვრების აზრს კარგავდნენ, ბოროტდებოდნენ, უარს ამბობდნენ ყველა დადებით ცხოვრებისეულ ორიენტირზე. აღარ სჯეროდათ საკუთარი თავის, რომ აღარაფერი ვთქვათ ნათესავებისა და ღმერთის რწმენაზე.
ამ აპრობირებულ მეთოდს ახორციელებს "რუსთავი 2" ქართული საზოგადოების დასანგრევად და ზნეობრივად დასაცემად და ამ მზაკვრული გეგმის ჭანჭიკია ეს მყრალი ნიკა გვარამია

***
კარგა ხნის წინ, სოფელში, ჩემს მეზობლად მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა - თამარა მოისწრაფიშვილი.
უსაყვარლესზე უსაყვარლესი ქალი იყო თამარა ბებო.
სკოლიდან როგორც კი მოვიდოდი, დავაგდებდი ჩანთას და გავრბოდი თამარა ბებიასთან.
ქალბატონი თამარ მოისწრაფიშვილი, ფერმის მწველავი, სოფლის მეურნეობის საკავშირო გამოფენის კანდიდატი იყო თურმე ახალგაზრდობაში.
კრემლი და მოსკოვი ჰქონდა ნანახი და ყვებოდა და ყვებოდა ამბებს.
მართალია ბევრი ლაპარაკი კი უყვარდა, ვეჯაჯღანებოდი, მოკლედ მოყევი, მოკლედ-თქო, მაგრამ, რაღა დროს ესაა ახლა
განსაკუთრებით მომწონდა მისი მოყოლილი დიდი თეატრის ამბები.
-
წაგვიყვანეს მშრომელები და უზარმაზარ დარბაზში ოპერა "ტოსკას" გვაყურებინესო.
ეს ხელებდაკოჟრილი, წლებისგან დამჭკნარი თამარა ბებია, ღმერთმა ნათელი დააყენოს იმ სპეტაკ თავზე, ისეთი ღირსებით ყვებოდა ამას, რომ, როგორც თვითონ უყვარდა თქმა, ერთ-ერთი `პირველი ქალი~ იყო ჩემთვის იმ მომენტში.
სინამდვილეში, როგორც ზემოთაც გითხარით, თამარა მოისწრაფიშვილი მწველავი იყო, თუმცა მან იცოდა, რომ არსებობდა ჯაკომო პუჩინი, რომელმაც დაწერა ოპერა "ტოსკა".

***
წლეულს, სწორედ გაზაფხულზე, "ტოსკას" თბილისში პრემიერიდან 100 წლისთავი შესრულდა.
1851
წელს თბილისის ოპერის თეატრში პუჩინის ოპერა "ტოსკათი" დაიდგა.
კონსტანტინე გამსახურდია თავის წერილებში წერს: მე 20 -ის 20-იან წლებში მსოფლიოში სულ 5 ქვეყანას აქვს ოპერა. ესენი არიან იტალიელები, გერმანელები, რუსები, ფრანგები და ქართველებიო.
აღარაფერს ვამბობ სწორედ იმ 20-იან წლებზე, არაყიშვილი და ფალიაშვილი რომ წერდნენ საოპერო შედევრებს.
ლანძღვა-გინების და სიბილწის ნიაღვარი, იცოცხლე, მოედინება, მაგრამ ამ საოცარ და საამაყო ამბავზე არავის, არც ერთ ტელეარხს ხმა და კრინტი არ დაუძრავს.
როგორ ახსენებდნენ, როცა ქართული ტელევიზიების ზოგიერთი თანამშრომელი, სავარაუდოდ, "ტოსკას" და "სოსკას" ერთმანეთისგან ვერ არჩევს?!
ამას ჰქვია სწორედ ერის გამოთაყვანება, ადამიანების დაცემა და ქვეყნის განადგურება. ამაზე მიანიშნა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა, თორემ ის კი არაა მნიშვნელოვანი, საცოდავი ნიკოლოზ გვარამია პირიდან ამოაფრქვევს სიმყრალეს თუ ნებისმიერი სხვა ბინძური ხვრელიდან

ირანდა კალანდაძე

"საერთო გაზეთი"