გიორგი გახარია: გამოძიება, რომელიც გვაქვს დაწყებული, არის ჩემი დასასრულებელი

გიორგი გახარია: გამოძიება, რომელიც გვაქვს დაწყებული, არის ჩემი დასასრულებელი

,,სახელი არ არის მიზანი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხაზგასმით, ჩემი სახელი არ არის მიზანი. ჩემი მიზანი არის შედეგი, ეფექტურობა და ის განვითარება, რაც ჩემი მუშაობის დროს მე შემიძლია კონკრეტულ სამინისტროში, ან პროცესში შევიტანო. მე არ მიზრუნია და არ ვიზრუნებ იმაზე, როგორ გამოვიყურები ან რა სახელით დავრჩები. უბრალოდ ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი. ჩემი გადადგომა ან განმუხტავს ან გააღრმავებს კრიზისს, არ ვიცი, ამ შეფასებებში მე არ შევდივარ. მე მაქვს კონკრეტული ამოცანები დღეს, რომლის ძირითადი გარემოება არის შემდეგი - პოლიცია, რომელიც დღეს, ამ ღონისძიების შემდეგ არის მისახედი და ასევე გამოძიება, რომელიც ჩვენ დაწყებული გვაქვს ორგანიზებული ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის სახით, ასევე არის ჩემი დასასრულებელი. ჩემი გადადგომა საერთოდ პრობლემა არ არის, მე შემიძლია გადავდგე ხვალაც, ზეგაც და მასზეგაც. არ წარმოადგენს ეს პრობლემას და მე აქ სავარძელში გადადგომა-არგადადგომის გამო კი არ ვზივარ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ვარ და ვიქნები მანამ, სანამ იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელზეც ახლა ვსაუბრობ არ შევასრულებ და დავასრულებ. ‘’- განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას.