კახა მიქაია: მაშ, გაუმარჯოს გიგას საქართველოს!

კახა მიქაია: მაშ, გაუმარჯოს გიგას საქართველოს!

ციკლიდან: ,,მოქცევაი გიგასი."

ვინ დაწერა ,,დიდოსტატის მარჯვენაა?!" თადუმაძისთვის დასმული ეს შეკითხვა დღესაც აქტუალურია საზოგადოებაში! ისიც ცნობილია, რომ რომან გოცირიძის ამ შეკითხვას Google-ში (ოფიციალური მონაცემებით) რამდენიმე ათასი ადამიანის დაინტერესება და პასუხის ძიება მოჰყვა...

მოდით, დავსვათ კიდევ ერთი შეკითხვა!

ვის წამოცდა სიტყვები

,,რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია."

აბა, პატ. საზოგადოებავ, 
ვის?!

არა, არა, ვერ გაარტყით!!!

ვიის?!

რა თქმა უნდა, გიგა ბოკერიას!!!

როგორ?!
ჩვეულებრივად!
აბა, სხვა ვინს წამოცდებოდა?!

მხოლოდ გიგა ბოკერიას თუ შესწევს ამ სიტყვების წარმოთქმის ნიჭი !!!

დიახ, სააკაშვილის რეჟიმის ერთერთი მთავარი ჯალათი დღეს პატიების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, მიმტევებლობის და ჰუმანიზმის გურუდ მოგვევლინა...

იგი მზადაა, სანამ სამართლიან სასამართლოს ააშენებს, აპატიოს დღევანდელი ხელისუფლების მესვეურთ ჩადენილი დანაშაული და ამით საბოლოოდ დაუსვას წერტილი მომავალი ხელისუფლებების მხრიდან ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნას!!!

დიახ, პატ. საზოგადოებავ, ღმერთის მიმართ წარმოთქმულ ფრაზაში მან თავად აღიარა შეცდომა და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან შეცდომების აღიარებით იწყება ,,მოქცევაი გიგასი" და სწორ გზაზე დადგომა, რომელიც დღეს ქართული საზოგადოების მთავარ დღის წესრიგს და საზრუნავს წარმოადგენს!!!

ქართულო ოცნებავ!
,,ოცნებავ, ჩემო!"

ასე გააგრძელე, ,,დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის" და ,,სახელმწიფო ინტერესებისთვის" ბოკერია შემოსე დაფნის გვირგვინით, ხაზარაძე გახადე მოციქულთა სწორი, ხაზარაძე, რომელმაც კვირიკაშვილთან ერთად ამერიკელებთან 
,,დაგასმინათ" 
და
დღეს საცვლები გამოგიფინათ საჯაროდ!

მიდით, ბიჭებო, მიდით!!!

დიახ, ,,რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია," ამ გენიალური სიტყვების ავტორს ძალუძს მხოლოდ, სხვისი 
,,დანგრეულის" აშენება!!!

მაშ, გაუმარჯოს გიგას საქართველოს!
ვაშა შენებას!!!