კახა მიქაია: გახალვათებული ანტისაოკუპაციო აქცია რუსთაველზე ,,კრეატიულ" ფაზაში შევიდა!!!

კახა მიქაია: გახალვათებული ანტისაოკუპაციო აქცია რუსთაველზე ,,კრეატიულ" ფაზაში შევიდა!!!

გახალვათებული ანტისაოკუპაციო აქცია რუსთაველზე ,,კრეატიულ" ფაზაში შევიდა!!!

მართალია, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი (რომლებიც რუსთაველზე უკვე აღარც კი ჩანან), მავანთა მეოხებით, ჯერ პარლამენტში შეჭრის სურვილად გადაიქცა და საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, პერფორმანსების თეატრად გამოგვირისტდა, 
მაგრამ ახლა ეს არ არის საინტერესო, მთავარია, პერფორმანსები იმ ფონზე გრძელდება, როცა ,,ჭეშმარიტად იხუვლა" შიშდაძლეული თავისუფლების განცდამ და წარსულში ,,თავისუფლებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ" მებრძოლ მამებს რუსთაველზე შვილები წამოეჩითნენ...

ასე, რომ:

,,ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა"...

(ზოგ შემთხვევაში, დედასაც).