სუს-ის მიერ გახსნილ საქმეს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ეხმაურებიან

სუს-ის მიერ გახსნილ საქმეს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ეხმაურებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გახსნილ საქმეს, რომელიც ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების საქმეს ეხება „ვაშინგტონ პოსტი“ და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებები: Associated Prees, Newyork Times, Fox news-ი და სხვა წამყვანი პორტალები გამოეხმაურნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა „ურანის“ გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ.

დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს “ურან-238”-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას“, - აცხადებენ სუს-ში.

უწყების ცნობით, ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

„გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.washingtonpost.com/world/europe/

https://www.apnews.com/

https://abcnews.go.com/International/

https://www.foxnews.com/world/

https://vancouversun.com/

https://toronto.citynews.ca

https://thesouthern.com/news