დავით ლორია: გეგა გეგეშიძეს "ნაციონალებმა" პროვოკაცია მოუწყეს!

დავით ლორია: გეგა გეგეშიძეს "ნაციონალებმა" პროვოკაცია მოუწყეს!

დავით ლორია (უფლებადამცველი):

ჭიდაობის ფედერაციის ყველაზე წარმატებული პრეზიდენტის თამაზ (გეგა) გეგეშიძის ძმა ლადო გეგეშიძე, რომელმაც სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში "ნაცმოძრაობას" თავი მწარედ დაამახსოვრა, ამ ავადსახსენებელი პარტიისთვის მომხდარი ფაქტი მოუნელებელი აღმოჩნდა. "ნაცმოძრაობა", სააკაშვილის ავადმყოფური ხასიათის პოლიტიკას რომ ატარებს და პარტია (,,ბანდა") ყოველდღიურად (განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში) რომ აგრესიული ქმედებებით გამოირჩევა, ეს ყველასათვის ნათლად ჩანს. მათი მთავარი ამოცანა ხომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და პოზიციების მქონე ადამიანების მიმართ პროვოკაციების მოწყობაა?! დიახ!.. შეურაცხყოფით ცდილობენ ადამიანების მწყობრიდან გამოყვანას და შემდეგ შექმნილი პერფორმანსით სკანდალს აწყობენ.

სააკაშვილის ამ აგრესიული ჯგუფის მხრიდან, რომელსაც დღეს ნიკა მელია ხელმძღვანელობს, სხვადასხვა თანამდებობის მქონე პირების მიმართაც არაერთი პროვოკაციის მოწყობის ფაქტი გვახსოვს, სადაც საქვეყნოდ ცდილობენ კონკრეტული ადამიანებს ღირსების შემლახველ სიტყვებით მიმართონ, რის გამოც შემდეგ შეურაცხყოფილმა ადამიანებმა გაცემული პასუხისთვის თავი უნდა იმართლონ, თუ რატომ არ დაიცვეს თმენის ვალდებულების წესი, მაგრამ თავმოყვარე კაცისთვის საზოგადოებრივი კულტურის გამოვლინება და თმენის ვალდებულების დაცვა შესაძლებელია იქამდე, სადამდეც  ღირსება არ იქნება შელახული.

სოფელ კორცხელშიც სულ ეს იყო:

ნიკა მელიასა და მისნაირი მელიების მეთოდების გამოყენებას მოჭიდავეების მხრიდან გაეცა შესაბამისი პასუხი... მიუხედავად იმისა, რომ "ნაცმოძრაობის" წევრებს წინასწარ ქონდათ გათვლილი, რომ "ქართული ოცნების" მხარეს მყოფი სპორტსმენები მათ შეურაცხყოფას ვერ აიტანდნენ, "ნაცმოძრაობამ" საპასუხო ქმედებების აღსაკვეთად ხელკეტებით შეიარაღებული მათი (წარსულში ცნობილი) ზონდერ-ჯგუფების გამორჩეული წევრები ჩაიყვანეს, თუმცა ეს თავის დასაცავად საკმარისი არ აღმოჩნდა და როგორც თავიდან აღნიშნე, ლადო გეგეშიძემ და მისმა მეგობრებმა მელიებს თავი მწარედ დაამახსოვრეს.

როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობის" წევრებისთვის ეს ერთადერთი შემთხვევა, სადაც თავი დაჩაგრულებად იგრძნეს, დღემდე მოუნელებელია! ერთადერთი შემთხვევა, სადაც მათი პროვოკაციები საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა, ეს იყო კორცხელში. ამიტომ ხდება, რომ "ნაცმოძრაობის" წევრები ამ ინციდენტზე საუბრობენ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც, ტელევიზიებშიც და სავარაუდოდ, სადღესასწაულო სუფრებთანაც კი.

მოგახსენებთ, რომ შსს-ს მხრიდან, "ნაცმოძრაობის" წევრების საჩივრების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, პროკურატურამ საქმეს კვალიფიკაცია მიანიჭა და ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კორცხელის საქმეზე ხულიგნობის მუხლი ცემის მუხლით გადააკვალიფიცირა და ინციდენტში ბრალდებულებს ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ლადო გეგეშიძეს, გიორგი გიგაურს, კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიასა და კიდევ სამ პირს 50 000 ლარის გადახდა მოუწიათ. საქმე იმაში გახლავთ, რის გამოც საუბარი დავიწყე, არის ის, რომ სააკაშვილის პროვოკატორები ამ შედეგით არ კმაყოფილდებიან და ძმებ გეგეშიძეების წინააღმდეგ ახალი მეთოდებით აგრძელებენ პროვოკაციების მოწყობას. თურმე, როგორ გაბედა და მათ ქმედებებს პასუხი როგორ გასცა ვინმემ?!

"ნაციონალები" იმასაც ვერ ეგუებიან, რომ გეგეშიძეების სამეგობრო "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ყველა არჩევნებზე აქტიურად არიან ჩართულები და ამ ძალის განეიტრალების მიზნით ყველაფერს აკეთებენ.

პ.ს. სხვათაშორის, ამ თანხის (50 ათასი ლარის) გადახთასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არცერთი გამომძღარი ბიზნესმენი არ დაინტერესებულა.

რაც შეეხება "ნაცმოძრაობის" ახალ პროვოკაციებს, მოვლენები უკვე განვითარებულია და შედეგებიც ყველასათვის ცნობილი გახდება.