ირაკლი სესიაშვილი: გვამები გაციებული არ იყო, რუსთაველზე ტაშ-ფანდური გამართეს

ირაკლი სესიაშვილი: გვამები გაციებული არ იყო, რუსთაველზე ტაშ-ფანდური გამართეს

„უსინდოსოდ საუბრობენ სარგებელზე, მაშინ როცა გვამები გაციებული არ იყო და რუსთაველზე ტაშფანდური იყო გამართული - განაცხადა გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა. 
მისი თქმით, როდესაც შოთა უტიაშვილი ამბობდა, რომ ტერიტორიები აიღეს, ჩვენი მოსახლეობა ჩარჩა იქ და გახდა რუსეთის მხვერპლი გახდა. 
„რაც შეეხება უშუალოდ საომარ მოქმედებებს, აქ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ბევრ შეცდომაზე, მაგრამ შეცდომის გარდა არსებობდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დანაშაულები. დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ როცა სააკაშვილი საუბრობდა, რომ აი რუსეთი შემოვიდა და თავს დაგვესხა, ელემენტარულად ევაკუაცია არ მოხდა მოსახლეობის. უტიაშვილი რომ გამოდის და უსინდისოდ რაღაცა სარგებელზე საუბრობს, რომ ომის შედეგად რაღაც სარგებელი მივიღეთ.  უსინდოსოდ საუბრობენ სარგებელზე, მაშინ როცა გვამები გაციებული არ იყო და რუსთაველზე ტაშფანდური იყო გამართული. უტიაშვილი არ იყო რომ გვეუბნეოდა, ეს ტერიტორია ავიღეთ, ის ტერიტორია ავიღეთო და ჩვენი მოსახლეობა ჩარჩა იქ და გახდა რუსეთის მხვერპლი. აი ამაზე ვსაუბრობ. როცა ჩვენ ვსაუბრობთ წინა ხელისუფლებაზე და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვაყენებთ, ეს არ ნიშნავს, რომ რუსებს რაიმე სახით ურბილდებათ საკუთარი საერთაშორისო პასუხისმგებლობა ოკუპაციათან დაკავშირებით, არა ბატონო.  სააკაშვილი რომ იყო ამ უმძიმესი დანაშაულის თანამონაწილე, რა თქმა უნდა ეს არ ხსნის რუსეთის პასუხისმგებლობას” - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი. 
შეკითხვაზე, იყო თუ არა 2008 წლის აგვისტოში საომრი მოქმედებების დაწყების ობიექტური რეალობა , სესიაშვილი პასუხობს: 
„იმის მაგივრად, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაგვეცვა და გვემუშავა, პრობლემა მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მოგვეგვარებინა, სააკაშვილის ხელისუფლებამ რეალურად მიგვიყვანა იმ პოლიტიკურ მოცემულობამდე, სადაც რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა და ოკუპაცია რეალურად ფორმალურ შედეგად აქცია. აი, ეს არის მთელი უბედურება”, - აცხადებს სესიაშვილი.