დაჩი ცაგურია: გვარამია იმაზე იდიოტი ყოფილა, ვიდრე მეგონა, უნიჭო იდიოტი!

დაჩი ცაგურია: გვარამია იმაზე იდიოტი ყოფილა, ვიდრე მეგონა, უნიჭო იდიოტი!

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "კვირის აქცენტების" წამყვანმა  ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. მის წინააღმდეგ ქარტიას დაჩი ცაგურიამ მიმართა.
სადავო გახდა 4 ნოემბერს გადაცემის მსვლელობისას ნიკა გვარამიას მიერ დაჩი ცაგურიას შესახებ საუბრის ეპიზოდი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გვარამიამ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. მისი თქმით, ასევე დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა

საბჭოს სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

დაჩი ცაგურია ნიკა გვარამიას ცილისწამებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზეც ეხმაურება:

"ცილისმწამებელ გვარამიას ჟურნალისტური ეთკის ქარტიამ ჩემი განცხადების საფუძველზე დაუდგინა ჟურნალისური ეთიკის დარღვევა.
ეს ის ამბავია, ქურდულ სამყაროსთან ჩემს კავშირებზე რომ ჭორაობდა ეთერში კვესიტაძესთან ერთად და ცილისმწამებლურ ინფორმაციას რომ მივრცელებდა!
საინტერესო იყო განხილვისას მისი განცხადება, რომ მას აქვს კავშირი ქურდულ სამყაროსთან და იქიდან იღებს თურმე ინფომაციას.
იმაზე იდიოტი ყოფილა, ვიდრე მეგონა, უნიჭო იდიოტი"!