კახა მიქაია: გვარამიამ გადაწყვიტა, თავად ზიდოს ,,მძიმე ჯვარი"!!!

კახა მიქაია: გვარამიამ გადაწყვიტა, თავად ზიდოს ,,მძიმე ჯვარი"!!!

,,აი, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება ( საუბარია გიორგი გახარიას სავარაუდო პრემიერობაზე)და ან ძალა და თავმოყვარეობა გვეყოფა და უზურპატორისთვის ამ აქტს თვითმკვლელობად ვაქცევთ, ან გავიჟიმებით და უზურპატორი ამ აქტით ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას და სახელმწიფოებრიობას გილიოტინაზე შეაგდებს. აი, ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება და ვნახოთ, ამ ყველაფრის მერე რა, როდის და როგორ მოხდება. ვნახოთ, ერი ვართ, თუ ბრბო." - წერს ნიკა გვარამია.

მდაა!!!
ნიკოლьა გვარამია არ მხოლოდ პირველ ,,ტელევიზიონშიკად," არამედ, როგორც ვატყობ, ერის თავკაცად და სულიერ ლიდერად მოგვევლინება!!!

მას რომ ამის ამბიცია გააჩნია, ამ სიტყვებიდანაც ჩანს.

,,ვნახოთ, ერი ვართ, თუ ბრბო"?!

მართალია, ნიკოლьას ამ ცოტა ხნის წინ ილია ჭავჭავაძისა და ზვიად გამსახურდიას შემდეგ მხოლოდ მიშიკო სააკაშვილი ემეტებოდა ამ როლისთვის, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მიშამ ვერც მას და შესაბამისად, ვერც ქართველ ერს ვერ გაუქაჩა და ნიკოლьამ გადაწყვიტა თავად შეებას ამ უღელში და თავად ზიდოს ეს ,,მძიმე ჯვარი"!!!

მართლაც, ვნახოთ!!!

ოღონდ, ნიკოლьამ უნდა უწყოდეს, რომ ის ერთადერთი არ არის, მას ამ ,,საშვილიშვილო საქმეში" აუცილებლად შეეცილება რამდენიმე ტანდემი, დიახ, არ მოგესმათ, სწორედ ტანდემი: ხაზარაძე - ჯაფარიძის, აქუბარდია - სანიკიძის და რაც მთავარია, ოქრუაშვილისა და მისი თანამესაკნე კოღოსი, რადგან როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, კემულარიას ოქრუაშვილმა მაინც თანამესაკნე კოღო არჩია...

P.S. მოდით, ახლა ისიც ვნახოთ, სანამ ნიკოლьა საბოლოო დიაგნოზს დაგვისვამდეს, ერი ვართ თუ ბრბო,
,,იბერიის" შენობაში განთავსებული ,,მთავარი არხის" დირექტორი რას იზამს, ისევ დაელოდება ერთ დროს ,,ომეგა ჯგუფის" დირექტორისაგან ,,ბრბოსთვის" შეპირებული ოთხი თითოს კომბინაციის ,,სკანდალურ" კადრებს, თუ ცოტა ხანში, თავად ,,ბრბოსგან" მისთვის სამი თითის კომბინაციის ჩვენებით დაკმაყოფილდება მხოლოდ?!...