ბიძინა ივანიშვილი: გვარამიას და გაბუნიას გამოსვლები იყო სირცხვილი

ბიძინა ივანიშვილი: გვარამიას და გაბუნიას გამოსვლები იყო სირცხვილი

„ეს არის სირცხვილი ჩვენი კულტურის. ასეთი ლანძღვა რაც ჩვენ მოვისმინეთ... რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას განსჯის. მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიდი მცდელობისა, რომ ტურიზმი შეჩერდეს საქართველოში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს და საქართველოში ეკონომიკა აღორძინდეს. მე ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს. ეს დასაგმობია ყველა ქართველისგან. ეს იყო, რა თქმა უნდა, არაქართველური და არაკულტურული გამოსვლა და იყო სირცხვილი“, - განაცხადა ივანიშვილმა.