სოსო ჯაჭვლიანი: ბატონო ირაკლი, მეიმედებით, გვერდით მდგომები კარგად შეარჩიეთ

სოსო ჯაჭვლიანი: ბატონო ირაკლი, მეიმედებით, გვერდით მდგომები კარგად შეარჩიეთ

გვესაუბრება ყოფილი პარლამენტარი
სოსო ჯაჭვლიანი:

ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას აქტიურ პოლიტიკაში?
- ერთი კვირის წინ ირაკლი ღარიბაშვილი შემოვიდა პოლიტიკაში. ადამიანი, რომელიც ისე წავიდა, რომ უამრავი კითხვა დარჩა მის გარშემო, მაგრამ ირაკლი არის პრინციპული ადამიანი. გახსოვთ, მარიხუანის ლეგალიზაციაზე რომ იყო ლაპარაკი, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: სანამ მე ვიქნები, მარიხუანის ლეგალიზაციაზე საუბარიც კი არ იქნებაო. მერე ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებითაც იყო ერთი ამბავი და ირაკლიმ პირდაპირ განაცხადა: ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობააო.
ხალხი აფასებს ირაკლი ღარიბაშვილს თუნდაც ამ განცხადებების გამო.
რამდენიმე ხნის წინ რუსთაველის თეატრში იყო საზოგადოების შეკრება. შემოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც უკვე აღარ იყო პრემიერ-მინისტრი, ხალხი ტაშისცემით ფეხზე წამოუდგა. რაც ნიშნავს, რომ არც ერთი ჩვენი ნაბიჯი ხალხისგან შეუფასებელი არ რჩება და ყველამ ყველაფერი კარგად იცის. საჭირო ძალებს ხანდახან სხვაგან ვეძებთ და ის სინამდვილეში ჩვენ გვერდითაა.
ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ახლა უცებ გამახსენდა: ელდარ შენგელაია იღებდა "არაჩვეულებრივ გამოფენას". დაიწყეს აგულის, პიპინიას და სხვების ძებნა, გადაატრიალეს მთელი საქართველო. გურამ ლორთქიფანიძე მაშინ ელდარ შენგელაიას ასისტენტი იყო, ყველა როლი რომ დაამტკიცეს, მაშინღა შეამჩნია ბატონმა ელდარმა გურამ ლორთქიფანიძე და: აგერ არ ხარ შენ აგულიომიმოვიხედოთ ირგვლივ. დავინახოთ, ვინ ვინ არის.
რას გულისხმობთ, უფრო დაგვიკონკრეტეთ.
ირანდა, ჩემო კარგო, რასაც ახლა თქვენთან ვიტყვი, ყველაფერი უნდა დაიბეჭდოს და გამოქვეყნდეს! ეს აუცილებელია, რადგან მე ვარ არა მხოლოდ პარლამენტის დეპუტატი, არამედ "ქართული ოცნების" გულშემატკივარი და "მოყვარეს პირში უძრახეს" პრინციპით ვლაპარაკობ ახლა თქვენთანაც.
რატომ თქვით ამ დღეებში სახტად დარჩენილი ვარო?
როცა პარლამენტში სპიკერებს ვირჩევდით, ოპოზიციას ერთი კვოტა ერგებოდა, "ნაციონალებმა" გია ბარამიძე წარმოადგინეს. ეს ის ბარამიძეა, რომელიც სოფლის აოხრებაში, ეკლესიის დარბევაში და მსგავს შავბნელ საქმეებში არის ეჭვმიტანილი. "ოცნების" დეპუტატებს ვუთხარი: ჩავაგდოთ ბარამიძის კანდიდატურა. არა, მეუბნებიან, ეს მათი კვოტაა. ხოდა, ეს კანდიდატურა ჩავაგდოთ და, მაგალითად, კანდელაკი ავირჩიოთ-მეთქი, მაგრამ მაინც დგება კენჭისყრაზე სპიკერად ბარამიძის კანდიდატურა. კენჭისყრის შედეგები გამაოგნებელი იყო: "ქართული ოცნების" კანდიდატმა მიიღო 80 ხმა, მეორე სპიკერმა "ქართული ოცნებიდან" ასევე 80 ხმა, ბარამიძე ღებულობს 131 თუ 135 ხმასრა ხდება? აღვჭურვეთ, ანუ, იმუნიტეტით? აი, პირველად მაშინ დავრჩი სახტად...
რატომ მოხდა ასე?
დამაცადეთ, გეტყვით ახლავე. ბიძინა ივანიშვილს იმხელა ნდობა ჰქონდა ხალხში, 2012-ში ყველას სჯეროდა მისი, მაშინ მან თქვა: ყველა ერთი ვართ, ერთად ვიშრომოთო. გარიყვა არ უნდოდა ამ ადამიანების, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ძაღლის კუდი არ სწორდება?
ბატონ ბიძინას ის კი არ უთქვამს, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულები და უბედურებები აქვს ჩადენილი, ვაპატიოთო. კი, გასაგებია, 60 თუ 70 ნაცრეჟიმის წარმომადგენელი არის დაჭერილი და მისჯილი აქვთ, მაგრამ ჩვენ კომპლექსურად ხომ უნდა ვიგრძნოთ რაღაც.
2013
წლის თებერვალში, საგაზაფხულო სესია რომ გაიხსნა, ჟურნალისტებს შევხვდი. ერთი მეკითხება: როგორ გრძნობთ თავს პარლამენტშიო? ცუდად, სასწრაფოდ ხელახალი არჩევნებია ჩასატარებელი-მეთქი. პირდაპირ ვინ მეტყოდა და ზურგს უკან ვიღაცას უთქვამს: ეგ ურიკინებსო, რა დროს არჩევნებია, ძლივს პარლამენტში მოვხვდითო.
თუ მე მაშინ ვურიკინებდი, დაამტკიცა ეს პარლამენტის მუშაობამ და "ოცნებამაც".
2012
წელს ჩვენ უმაღლესი ნდობა გვქონდა ხალხისგან და შეგვეძლო "ნაციონალები" არ წამოგვეჯინა თავზე.
ამას რომ ვამბობ, ვურიკინებ მე თურმე.
მეტსაც გეტყვით, 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარტიის შტაბში ვიღაცას მიუყვანია არჩევნების დროს ჩემი მოწინააღმდეგე "ნაცმოძრაობიდან" ნიკო ხაჩირაშვილი. მე ქუთაისში მივდიოდი. მირეკავს პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელი ნანა ციმაკურიძე და მეუბნება: ხაჩირაშვილი მოგვიყვანეს, კიდევ რამდენიმე "ნაციონალიც" უნდა მოვიდეს ამ დღეებში, წინასაარჩევნოდ უნდა მოგეხმაროთო, გვეუბნებიანო. ვინ მოიყვანა-მეთქი და ამა და ამ კაცმაო.
.. "ნაციონალი" ხაჩირაშვილის პროტექტორი "ქართული ოცნებიდან" იყო?
არა, ბატონო, კილიმანჯაროს თოვლიანი მთიდან.
ვინ იყო ეს ადამიანი, დაასახელეთ, ბატონო სოსო.
ახლა არაა საჭირო. მაგის დროც მოვა. მაგრამ საქმე სხვა რამეშია. ისე უნდა გაჟღერებულიყო, რომ კოჰაბიტაცია უნდა დაწყებულიყო სოსო ჯაჭვლიანისგან.
ამ დროს პირადად მე ნიკო ხაჩირაშვილთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. 2012 წელს, არჩევნები რომ დამთავრდა, პირველმა მან მომილოცა გამარჯვება და თავისი დამარცხება აღიარა.
მოკლედ ხაჩირაშვილი რომ ვერ შემომიცურეს, ახლა სხვანაირად სცადეს. ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე. ჩამოვიარეთ უბნები და დავბრუნდით შტაბში. ზარია ნანა ციმაკურიძესთან. რეკავს ნუგზარ მალაღურაძე ცენტრალური შტაბიდან და ეკითხება: როგორაა საქმე? კარგად, პასუხობს ქალბატონი ნანა. ის ეუბნება: სოსო ყოფილა მთვრალი, დადის და მთელ უბანს დედას აგინებსო. აქ ვზივარ და მე ვუსმენ, იმ დროს, როცა მთვრალი ჩემი ოჯახის წევრებს არ ვუნახივარ. მაშინვე ავდექი და მალაღურაძესთან წავედი ცენტრალურ შტაბში. ვეუბნები: შემოათრიე, ვინც იყო ის, ვინც ეს ამბავი მოგიტანა-მეთქი. გეხვეწები, დღეს არა, შეკრება არ ჩამიშალო და როცა იტყვი, მაშინ მოგიყვანო. კარგი-მეთქი და ავკრიფე საპატრულოს უფროსის დათო ცინარიძის ნომერი. ბატონო დათო, სასწრაფოდ გამოაგზავნეთ ჯგუფი სოსო ჯაჭვლიანი არის შესამოწმებელი ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე-მეთქი. ჯერ არ დაიჯერა, მაგრამ მერე გამოაგზავნა ხალხი და ჩვეულებრივად, რაც გადასახდელი იყო, გადავიხადე და ახლა ხელში მაქვს ცნობა, რომ არც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და არც ნარკოტიკს მოვიხმარდი. ამით იმის თქმა მინდა, რომ არი ხალხი, რომლიც ჩემი სახელის გასატეხად ყველაფერს იგონებდა და იგონებს. უკვე აღარც მიკვირს, ტალახს რომ მესვრიან.
ვინ არიან ეს ადამიანები?
მოდი, დავტოვოთ ჯერჯერობით საიდუმლოდ, თუმცა რაღა საიდუმლოდ, "ქართული ოცნების" ხალხი მიკეთებს ამას.
მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს?
მე გული შემტკივა "ქართულ ოცნებაზე".
გაქცევას რა უნდა, "პრიჩინის აღებას" რა უნდა?! და რამდენი "პრიჩინა" მქონდა გაქცევის? ახლა მოგიყვებით.
2012
წელს, როცა ყველა ერთ ადგილას იყო შემძვრალი და თითო-ოროლა იღებდა ხმას, ის პედიოდია. 10 ოფისი გვჭირდებოდა გლდანში და ერთი ოფისი გვქონდა, ისიც მეგობრებმა მოგვაქირავეს. "ნაცები" ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდნენ.
გლდანის შტაბის უფროსი იყო ნუგზარ გაბუნია და სხვები, ჩემი მეგობრები გვერდში მედგნენ.
2012
წელს გავიმარჯვეთ, ახლა უკვე შეეძლო ჩემი გუნდი წევრებს მუშაობის დაწყება და მითხრეს: არაფერი არ გვინდა, კონკურსში მივიღებთ მონაწილეობას, ცოდნა გვაქვს და ქულებს დავაგროვებთო. 100 ქულიდან 99, 98, 97 მიიღეს, ხედავთ, რა გუნდი მყავს? მაგრამ რად გინდა, 90-ქულიანები დანიშნეს გასაუბრებებზე. ჩემი მეგობარი სოსო მენთეშაშვილი, ჩემს გვერდით რომ ტრიალებდა, დაიჭირეს რაღაც აბსურდზე. ხალხი იცინოდა ამაზე. მერე კი გამოუშვეს, მაგრამ საქმე რაშია, იცით? ჩემს ირგვლივ ვინც იყო, ყველას ბლოკავდნენ და რატომ ვყვები ამას? ბატონ ბიძინაზე ხომ ამბობენ, ყველაფერი იცისო, ასე არაა. ბევრ რამეს ატყუებდნენ და ახლაც დეზინფორმაციას აწვდიან, ყველაზე დიდი ტყუილი გითხრა?
გისმენთ.
ეს ყველაფრის პასუხია.
პირველ ტურში, პრეზიდენტის არჩევნებისას, 2018-ში, აზეიმეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, გავიმარჯვეთო. ერთ საათში უთხრეს, ასე არ არისო?
რომ სცოდნოდა ბატონ ბიძინას, საქმე როგორც იყო, იზეიმებდა?
ვინც იყო პასუხისმგებელი, თითი თითზე არ დააკარ. აფერისტობა, მლიქვნელობა, გაიძვერობა ყველაფერს ღუპავს. და რა გააკეთეს, იცით? ჩამოწერეს: 100%-დან 46% მოვიდა არჩევნებზე, 25% ხომ სამთავრობო რესურსია, 46-ის 25% 54% არ არის? ბატონო ბიძინა, 54% ავიღეთო, უთხრეს. ამ დროს, თურმე, წაგებულია არჩევნები და, აჰა, მე ვარ სახტად დარჩენილი, მაგრამ ომს რომ აგებს ჯარი, ვის სჯიან, გენერლებს და სხვა მეთაურებს, ხომ?
პარლამენტმა რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, გახსოვთ, რა საშინელი რეაქცია ჰქონდა ხალხს. მეორე დღეს მარტო ჩემი გვარი გამოიტანეს, ჯაჭვლიანი დაეთანხმა ამ კანონის მიღებასო. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მაგარი ვარ. მაგრამ რატომ გამომიყვანეს მე წითელი კოჭი? ხალხს რომ უყვარხარ, სხვანაირად ცდილობენ ჩირქის მოცხებას.
ახლა მახსენდება, კასპის გამგებელმა ოლეგ იაძემ პირველ დღესვე გაათავისუფლა 105 ნაციონალი თანამშრომელი, მერე გადაუღეს ჭუჭრუტანიდან, მოუგონეს ათასნაირი ჭორი და მართალი და ის 105-ვე დაბრუნებულია დღეს სამსახურში.
მაგრამ "იბიარდი" ხომ არ მოუგონიათ. ეს ხომ მართლა თქვით?
ამ ამბიდან რამდენიმე დღით ადრე ეკა ხერხეულიძე გამოვიდა და თქვა: ქვორუმი იმიტომ არ შეიკრიბა, "ოცნებელები" იბიარდზე არიან წასულიო. ეს ნიშნავდა, ბოდიშით და საოდ არიანო. მერე მე გამოვედი და გავიღადავე: შენ ოჯახს ვერ დამინგრევ, "იბიარდზე" მე არ დავდივარ, ნაიბიარდები ქვეყანა თქვენ დაგვიტოვეთ-მეთქი. მაშინ "ქართული ოცნების" წევრები ამდგარიყვნენ და ეთქვათ: ხერხეულიძე, შე ასეთო და ისეთო, რას გვკადრებთ "ოცნებელებსო"? გაჩუმდნენ. "ნაცებმა" კი "ბი-ბი-სი"-საც კი გადასცეს: მმართველმა გუნდმა იბიარდი და "ის" აური ერთმანეთშიო.
მერე ემზარ კვიციანი იყო ერთ-ერთ შოუში მიწვეული. ვის სად დანიშნავდითო, ასეთი კითხვა დაუსვეს. ემზარმა უპასუხა: ფინანსთა მინისტრი შერჩეული მყავს, სოსო ჯაჭვლიანი უნდა იყოს მინისტრი, იბიარდის საკითხებში ერკვევაო. რატომ თქვა ეს ემზარმა, იმ შოუში ვერ ახსნა, ამიტომ მე ავხსნი ახლა: 27 მილიონი დოლარი დახარჯა სახელმწიფომ, რომ ხალხს გაეგო, რა არის იბიარდი. მე ერთი წინადადება ვთქვი პარლამენტში და მთელი საქართველო დაინტერესდა, რა იყო იბიარდი. ამხელა საქმე გავაკეთე მე (იცინის). გამოდის, რომ მე ვარ ნაღდად ეკონომისტი, ფინანსების მცოდნე და დამზოგავი. ემზარი საყვარელი კაცია და მეც მაქვს მისთვის თანამდებობა შერჩეული. რამდენიმე დღის წინ ის გამოვიდა წყვილების დაოჯახების ხელშეწყობის ინიციატივით, შეყვარებულების ხელშეწყობაო და . .-, ფონდიო და სხვ. გურამ ფირცხალავას ყველა ვიცნობდით. კინოსტუდიაში ბატონ გურამს გახსნილი ჰქონდა ჩინჩვლის აკადემია. პრეზიდენტი იყო თვითონ. მოგეხსენებათ, ბატონი გურამის გარდაცვალების მერე ეს თანამდებობა ვაკანტურია. მე ვაყენებ ემზარ კვიციანის კანდიდატურას ემზარ კვიციანი ჩინჩვლის აკადემიის პრეზიდენტად!
წინააღმდეგი რომ წავიდეს?
არა, კაცო, რატომ?
კარგი. ბატონო სოსო, ჟურნალი გიდევთ წინ, ალბათ, რაიმეს საილუსტრაციოდ, ჩემთვის. რა ჟურნალია ეს?
ეს ჟურნალი გამოუცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და არის 2014 წლამდე პარლამენტის საქმიანობის შეფასება. ჩატარებულა გამოკითხვები სამ ნომინაციაში, მოხდა 75 დეპუტატის საქმიანობის შეფასება და სამივე ნომინაციაში პირველ ადგილზე გავსულვარ. რატომღაც მე მიმალავდნენ და ამის შესახებ 2015 წელს გავიგე.
წეღან ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არსად წასვლას არ ვაპირებ. მით უმეტეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. მინდა მას მივმართო: ბატონო ირაკლი, ძალიან მეიმედები, გვერდით მდგომები კარგად შეარჩიეთ. ისეთი ხალხი დაიყენეთ გვერდით, თავის ნამოქმედარზე პასუხისმგებლობას რომ აიღებს, ისეთი ხალხი შეარჩიეთ, მოსმენა რომ შეუძლია, წესიერი ბიოგრაფია რომ ექნება. მე ერთი დღით თქვენზე უფროსი ვარ. ბევრი ვისწავლე თქვენგან და მოკრძალებულად გეტყვით: ცუდი ხმები მოაქვთ თქვენთან ვიღაც-ვიღაცებზე. ნუ დაუჯერებთ. თავად შეამოწმეთ. ავტორიტეტები.გაუშვით ხალხში და ვინმე გააყოლეთ, თვითონ რომ არ იცოდეს, ისე. ხალხი როგორც დაელაპარაკება, ისეთი კაცია ის.
აქამდე არ იძლეოდით ასეთ ღია ინტერვიუებს.
- დღეს ამ ინტერვიუში იმიტომ ვიყავი ასეთი ხისტი, იმიტომ ვამბობ ასე ღიად სიმართლეს, რომ თუ არ ვთქვი, ჩემი ამომრჩეველი აღარ დამიჯერებს.
მე ვიყავი, ვარ და ვიქნები "ქართულ ოცნებაში" და აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ...
უვადოდ რომ დანიშნეს უამრავი კომპრომატის მქონე მოსამართლეები, მაინც იმ "ქართული ოცნების" ტვირთი გინდათ ზიდოთ?
რომ ამბობენ, კოჰაბიტაციააო და წინა რეჟიმთან თანამშრომლობაში ვიყოთო. მე არავისთან შევსულვარ კოჰაბიტაციაში, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა: დავუშვათ, მე მაქვს კომპრომატები თქვენზე და თქვენც გაქვთ კომპრომატები ჩემზე. მოვილაპარაკებთ, რომ ვაგინოთ ერთმანეთს, ოღონდ გარკვეულ კონდიციამდე.
მახსოვს, პარლამენტში რომ მოიტანეს ფარული კადრები საჩვენებლად, ავდექი და მე და ვიქტორ ჯაფარიძე წამოვედით, თუმცა მე მომხრე ვიყავი,. რომ ეს კადრები არ განადგურებულიყო. სანამ დარბაზს დავტოვებდი, იყო ჩოჩქოლი და ერთი ამბავი და ნუკრი ქანთარიამ უთხრა შს მინისტრის მოადგილეს: კასრების კადრები სამეგრელოს ხომ არ გასცდენიაო?! წასვლამდე კარებიდან მივაძახე: ნუკრი, რა მნიშვნელობა აქვს, სამეგრელოში მოგვენ თუ სვანეთში-მეთქი?! აი, ასეა ჩვენი საქმე.
მოკლედ, იმდენი რამე გადაგიტანიათ, სახტად დარჩენილი კი არა, სული როგორ გიდგათ?!.
(იცინის) ნუ ჩქარობთ, უარესსაც გეტყვით. დარბაზიდან რომ გავედი, ტელეფონმა დამირეკა. ერთი ცნობილი პოლიტიკოსი მირეკავდა: რატომ გამოხვედი დარბაზიდან, ხვალ მოდი ჩვენთან, კადრები უნდა გაჩვენო, შენ გეხებაო. გამეცინა: მე ვერავინ დამჩინჩლავდა, მე თუ ვინმეს რაიმეს ვუშვები, ალბათ, ის თუა გადაღებული-მეთქი. მივედი მეორე დღეს. ვხუმრობ, რომ იტყვიან, ფეხებზე მკიდია, რადგან ვიცი, საძაგლობა არ ჩამიდენია, მაგრამ რაც ვნახე, იმან შოკში ჩამაგდო: ერთი ძალიან ცნობილი კაცი, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი უბედურებაშია გადაღებული. ჩემთან მოდიოდა ის კაცი შტაბში, ვმეგობრობდი იმ ადამიანთან საშინელ ხასიათზე გამოვედი იქიდან, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ფარული კადრები არ უნდა განადგურდეს. ეს ინფორმაციები მკაცრად უნდა იქნას დალუქული და ინფორმაციულად უნდა იქნას გამოყენებული კადრების შერჩევის დროს.

ირანდა კალანდაძე

"საერთო გაზეთი"