გიორგი გახარიას ბრძანება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

გიორგი გახარიას ბრძანება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ:

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების სწორად შეფასების, სამართალდარღვევათა პრევენციის, მათზე დროული რეაგირების მიზნით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. ამ ბრძანების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის ღონისძიებები. 2. ბრძანება გაეცნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს სასაზღვრო პოლიციას. 3. ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთათვის გაცნობა. 4. სამინისტროს ადმინისტრაციამ (დეპარტამენტი) უზრუნველყოს ამ ბრძანების სამინისტროს ვებგვერდზე (info.police.ge) გამოქვეყნება, ხოლო მისი ძალაში შესვლის შემდეგ, ბრძანების ინგლისურენოვანი ტექსტის ამავე ვებგვერდზე განთავსება. 5. ბრძანება ძალაშია სამინისტროს ვებგვერდზე მისი გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით. 6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალურად გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

მინისტრი: გიორგი გახარია