ბიძინა ივანიშვილი: გიორგი გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი

ბიძინა ივანიშვილი: გიორგი გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი

„თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე მიდის გამოძიება. იძიებს პროკურატურა, ერთი პოლიციელი უკვე ბრალდებულია, დანარჩენებს დაველოდებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა დღეს ღალატი იქნებოდა.

„გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან გახარია რომ გადამდგარიყო 21-22-ში, ის პოლიტიკოსები, ვინ ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, ან რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, რა თქმა უნდა, ეს სურდათ. ის რომ გახარია გადადგეს, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.