გია ვოლსკი: გრიგოლ ვაშაძემ მერკელს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

გია ვოლსკი: გრიგოლ ვაშაძემ მერკელს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ჰელსინკში, გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრას აფასებს.
მან მორიგი სიცრუე უწოდა, ვაშაძის იმ განცხადებას, რომელიც ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მერკელს მიაწოდა, თითქოს პირველ ტურში გამარჯვება გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოიპოვა, ცესკო-მ კი “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გაამარჯვებინა.
“რეალურად რასაც ამბობს და რასაც ავრცელებს გრიგოლ ვაშაძე, დაყრდნობილია სიცრუეზე. არამარტო ეგ ინფორმაცია, არამედ ნებისმიერი საკითხი. პენსიების გაზრდით დაწყებული, ალბათ, პენსიონერების ხმების მოპოვება სურდა, თავისივე გასაპიარებელი გახდა. ის, რომ პირველ ტურში რაღაც წარმატება ჰქონდათ, სიცრუის ერთ-ერთი ნაწილია, რომელსაც ცდილობენ ყველგან გაავრცელონ. ჩამონათვალია მთელი საკითხების, რომლებზეც არასწორ ინფორმაციას აწვდიან საერთაშორისო საზოგადოებას, თუმცა არსებობს მექანიზმები და დამკვირვებელთა მთელი არმია, რომელთა მოხსენებებიც აბსოლუტურად სხვა რეალობას აჩვენებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისათვის, ჰელსინკში, სადაც “ევროპის სახალხო პარტიის” კონგრესი მიმდინარეობს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. როგორც მან მერკელს უთხრა, მათ მოიგეს არჩევნები, თუმცა ცესკო-ს ინფორმაციით, პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ხმების რაოდენობით ლიდერობს.

წყარო: "კვირა"