დავით მარდალეიშვილი: გრიგორიჩს პრემიერ-მინისტრად რომ დაენიშნა ხაზარაძე, რას იტყოდით?

დავით მარდალეიშვილი: გრიგორიჩს პრემიერ-მინისტრად რომ დაენიშნა ხაზარაძე, რას იტყოდით?

დავით მარდალეიშვილი (იურისტი):

აბა, დაფიქრდით: გრიგორიჩს პრემიერ-მინისტრად რომ დაენიშნა ხაზარაძე, რას იტყოდით?
რას და "ბანკირების ქვეყანას აშენებსო"; "მდიდარი მდიდრის ტყავს არ დახევსო" და ასე შემდეგ...
უსუფაშვილი, ბოკერია და ოპოზიცია ამბობს: ხაზარაძე, ივანიშვილის შემდეგ, ყველაზე დიდი ქველმოქმედიაო... და "საბას" იხსენებენ, არგუმენტად.
კიდევ ვიმეორებ: "საბას" პრემია "ქველმოქმედება" არ არის - რეკლამაა, ისეთივე როგორც "Fly Emirates" აფინანსებს მადრიდის "რეალს", უძვირესი რეკლამის სანაცვლოდ.
"საბას" ნომინანტები, წელიწადში ერთხელ, იღებენ "თიბისი ბანკისგან" პრემიას, რაც საერთო ჯამში შეადგენს, ავიღოთ მაქსიმუმი - 100 ათას ლარს! აბა, გაარკვიეთ, რა ღირს ნახევარწუთიანი რეკლამა "იმედზე", ან "რუსთავი 2-ზე"? რომელსაც ან ნახავთ, ან არა! "საბას" შესახებ კი მთელი ქვეყანა გაიგებს... ასევე, გაიგებს, მის ნომინანტებს რამდენი მისცეს პრემიად... ასევე, გაიგებს (ვინც ჯერ არ იცის), რომ "საბას" აფინანსებს "თიბისი ბანკი", ანუ ხაზარაძე და "ქველმოქმედებად" ჩაუთვლის, უბრალოდ, კარგ მარკეტინგულად გათვლილ ნაბიჯს - ვითომ ქართულ მწერლობას, "უანგაროდ", აფინანსებს...
"ქართული ოცნების" ფანი რომ არ ვარ, იცით და ისიც იცით, თუ ვინ აფინანსებდა, უანგაროდ, ქართველ ხელოვანებს?!
აბა, ერთი, დამისახელეთ, ხაზარაძის მართლაც უანგარო ქველმოქმედება?! თუნდაც ისეთი, როგორსაც გნებავთ, ღარიბი ქართველი აკეთებს ყოველდღე - მათხოვრისთვის ფულის მიცემის სახით?! 
ამხელა ფულის საჭრელ ორგანიზაციას, საქველმოქმედო ფონდიც კი არა აქვს, სადაც მივა გაჭირვებული ადამიანი და განცხადებას დაუწერს, თხოვნით, იქნებ, 100 ლარით დამეხმაროთო?!
შეიძლება, მართლაც სუბიექტურია ბიძინა, ხაზარაძესთან მიმართებაში, მაგრამ გარწმუნებთ და დამიჯერეთ, ამას შიში არ განაპირობებს, რადგან ხაზარაძე არ არის ის ტიპი, რომ გარისკოს და ოპოზიციის აქტივობები აფინანსოს, ხელისუფლების წინააღმდეგ. მე თუ მკითხავთ, ამ პოზიციაში, რომელშიც ახლა არის ხაზარაძე, ბევრად უფრო მოსალოდნელია, მისგან, რაიმე სახის რისკიანი ნაბიჯი... 
ბიძინა, თუ სუბიექტური იქნება, ამას განაპირობებს ის, რომ ხაზარაძემ კვირიკაშვილი "გაუსვარა", და ძალიან სწორადაც იქცევა...
ისე, ერთ რამეზეც დაფიქრდით: თუკი "თიბისი ბანკი" ქვეყნის ყველაზე ძლიერი საფინანსო ორგანიზაციაა, რატომ უნდა "დაენძრეს", ერთი, ორი, ან თუნდაც, ათი ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ჩამოცილებით?! ბოლო-ბოლო, ხაზარაძის და ჯაფარიძის შვილები, ცოლები, სიძეები, ან ბიცოლები გააგრძელებენ მათს საქმეს, არანაკლები "წარმატებით"... "თიბისი ბანკის" გაკოტრება რომ იყოს გრიგორიჩის მიზანი, ფინანსურად დაარტყამდა მას, ანუ "ქართუ ბანკის" მიერ, ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რაც "თიბისის" ძლიერი და გავლენიანი კლიენტების უმრავლესობას წაართმევდა...
კიდევ ერთი: სულ რომ ეუბნებით, ხელისუფლებას, "შერჩევითი სამართალი" გაქვს და დაუცველ ხალხს ერჩიო - აჰა, "ერჩის", ახლა, ყველაძე ძლიერ საფინანსო ინსტიტუტს და აცადეთ! ისე, ბიზნესმენების ციხეში გაგზავნა და "მაყუთის" ახევა, ვისი მოგონილიცაა, ეგეც კარგად ვიცით - ეს, ისე, ბოკერიას, ჭიაბერას და უგულავას გასაგონად!