თეა წულუკიანი: მივმართავ „ევროპულ საქართველოს“, დაასახელეთ, ვინ არის მკვლელი!

თეა წულუკიანი: მივმართავ „ევროპულ საქართველოს“, დაასახელეთ, ვინ არის მკვლელი!

აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა, რომელიც პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებისთვის შეიქმნა „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელობით.

"მივმართავ „ევროპულ საქართველოს“, დაასახელონ, ვინ არის ის მკვლელი თუ მკვლელები, რომლის გამოვლინებასაც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ. დაასახელონ, სად არის და აღმოაჩინეს თუ არა ცივი იარაღი თუ იარაღები, რომლის აღმოჩენასაც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ, და მათმა ყოფილმა თუ ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ყოფილმა თუ ამჟამინდელმა სააკაშვილმა, განგვიმარტოს, პატარა ბავშვი დამნაშავედ რომ შერაცხა, ყველანაირი გამოძიების გარეშე, არის თუ არა ეს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა თანამედროვეობაში. მათ არასდროს არც გამოძიება აინტერესებდათ, არც მოწმე, არც დაცვის უფლებები, არც სასამართლო და წარსულში ლინჩის წესით გასამართლების ავტორები იყვნენ. ამ საგამოძიებო კომისიაში მათ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, როგორ შეიძლება სერიოზული სახეებით ისხდნენ და პოლიტიკურად, ანგაჟირებულად მიჰყავდეთ პროცესი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“.