ეკა ბესელია: დადგა გადაწყვეტილების ეტაპი!

ეკა ბესელია: დადგა გადაწყვეტილების ეტაპი!

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დღეს თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსხვავებული მოსაზრება ისმის ამ დღეების განმავლობაში, დავსვათ აქ წერტილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პარტიაქართული ოცნებისოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკა ბესელიას განმარტებით, არის ისეთი საკითხები, რომლებიც მხოლოდ პარტიის შიგნით კი არა, არამედ გარეთ ხალხთან უნდა ისაუბრო. „ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დღეს თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსხვავებული მოსაზრება ისმის ამ დღეების განმავლობაში, დავსვათ აქ წერტილი. მან თქვა, რომ ნუ შევალთ დეტალების განხილვაშივინ მართალია, ვინარა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო და მოდით, დავასრულოთ ეს საჯარო დისკუსია, კონფლიქტიც და შიგნით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, კარგია, რომ შიგნით ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, სწორია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს. ეს არის ღირებულებათა და ფასეულობათა კონფლიქტი, მე ასე ვხედავ. ალბათ, დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით, ჩვენ ერთ პოზიციაზე ვახერხებთ, რომ დავინახოთ ერთიანი სვლა თუ ვერა. ეს ეტაპი უკვე დღეს დავინახე, რომ ძალიან ახლოს მოვიდა. ამიტომ, სწორედ იქიდან გამომდინარე, არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი რეჟიმის რეანიმირებას და მის მობრუნებას 2012 წელს. არ მინდა იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება. ამიტომ, მგონია, რომ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე, პირადად, ავიღებდი რამდენიმე დღეს მაინც იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო - ჩვენ შევძლებთ თუ ვერა ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას, ვგულისხმობქართულ ოცნებას“, იმ პარტიას, რომლის დამფუძნებელიც ვარ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი“,- განაცხადა ბესელიამ.