დავით ფერაძემ და ნინო ჯორბენაძემ ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო გაერთიანების ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა

დავით ფერაძემ და ნინო ჯორბენაძემ  ბრიუსელში ევროპის სარკინიგზო გაერთიანების ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ ქალაქ ბრიუსელში გამართულ ევროპის სარკინიგზო დაჯილდოვების ცერემონიასა და ევროპის სარკინიგზო გაერთიანების რიგით 63- გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა.

ასამბლეაზე განხილეს  სარკინიგზო სექტორთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის  განვითარებას ევროკავშირის  პოლიტიკის დონეზე და  სატრანსპორტო დერეფნების განვითარებასისაუბრეს  პარტნიორ  სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთანშემდგომი თანამშრომლობის  გაღრმავებასა  და სამომავლო  ურთიერთობებზე.

შეხვედრები გაიმართა ევროპის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატის (DG Move) ხელმძღვანელ ჰენრიკ ჰოლოლაისთან, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) აღმასრულებელ დირექტორ ლიბორ ლოხმანთან და დოიჩე ბანის (DB) გენერალურ დირექტორ რიჩარდ ლუცისთან. შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს სამომავლო თანამშრომლობის პრინციპები და ხედვები  გაუზიარეს.