დავუდგეთ გვერდში ჟურნალისტ ზაზა დავითაიას!

დავუდგეთ გვერდში ჟურნალისტ ზაზა დავითაიას!

„უფალს მადლობა - გულის ურთულესი, შუნტირების ოპერაციის შემდეგ მამაჩემი გადარჩა და ნელ-ნელა უმჯობესდება მისი მდგომარეობა. მალე ის ჩაფიძის გულის ცენტრიდან გამოეწერება და სახლში გააგრძელებს რეაბილიტაციას, მაგრამ ოჯახს საამისოდ მატერიალური სახსრები არ გაგვაჩნია და კეთილი ადამიანების შემოწირულობაზე ვიქნებით დამოკიდებულები“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„პირველ რიგში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მონიჭებისთვის მივმართავთ ხელისუფლებას, რადგან ბინაში ცხოვრობენ ბაბუა და შვილიშვილი (ჩემი გოგონა თეა), რომელთა შემოსავლის ერთადერთი სტაბილური წყარო - მამაჩემის პენსია გახლავთ. დანგრევის პირას მყოფ სახლში არ არის არამცთუ რეაბილიტაციისთვის, არამედ ცხოვრებისთვის დამაკმაყოფილებელი პირობები. მე პერიოდულად, მცირედი რესურსით ვეხმარები მათ, მაგრამ ეს არსებობისთვის საკმარისი არ არის. თანაც, მამაჩემს მუდმივი თავმდგომი ესაჭიროება, ამიტომ თეა მუშაობის დაწყებას ვერ მოახერხებს და თუ სოციალურად დაუცველის სტატუსი ვერ მოიპოვეს, ვერც უმაღლესში სწავლას გააგრძელებს...

მიჭირს ამ თემაზე საუბარი, სამშობლოსთვის ჩემი 30-წლიანი ბრძოლის სანაცვლოდ, არასოდეს მომითხოვია საზღაური. არც ქრთამი ან არამი გროში მომიხმარია ოდესმე. ბევრჯერ მქონდა შანსი, ბრძოლიდან გვერდით გავმდგარიყავი და ამის ხარჯზე მატერიალური მხარე მომეწესრიგებინა, თუმცა ფაქტია - დღეს ჩემი ოჯახის წევრები ერთად და ცალ-ცალკეც არსებობისთვის იბრძვიან!

მოკრძალებით ვაქვეყნებ ანგარიშის ნომერს: GE83BG0000000676591000 (დაწვრილებით იხ. ფოტოზე).

კეთილი ადამიანების მიერ აქ ჩარიცხულ თანხას მამაჩემისთვის მედიკამენტების შეძენას და მის რეაბილიტაციას მოვახმართ. მამაჩემი რომ გადარჩა - ეს უკვე არის უფლის ნება და სასწაული. ამიტომ, მჯერა, ამ მორიგ ეტაპსაც, ღმერთის და კეთილი ადამიანების დახმარებით გადავლახავთ!

აქვე, დახმარებისთვის გულითად მადლობას ვუძღვნი ჩემს მეგობრებს: გენერალ კობა კობალაძეს (ის პირველი ამომიდგა მხარში!), მურმან შელიას, ნინო ცერაძეს (ნინო დეიდას) და ზაალ ჭანტურიას! ღმერთმა სულ ლხინში გადამახდევინოს თქვენი ამაგი!“ - წერს დავითაია.