ამირან გულუაშვილი: დაკითხვაზე ნიკა გვარამიამ "ინტერმედიასთან" სასესხო ხელშეკრულების არსებობა უარყო

 ამირან გულუაშვილი: დაკითხვაზე ნიკა გვარამიამ "ინტერმედიასთან" სასესხო ხელშეკრულების არსებობა უარყო

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ნიკა გვარამიას საქმეზე ისაუბრა და ე.წ. ბინების საკითხზე განმარტება გააკეთა.
მისი განცხადებით, გამოძიებას აქვს ლეგიტიმური კითხვები და ეჭვები ნიკა გვარამიასა და შპს "ინტერმედიას" შორის სასესხო ხელშეკრულების არსებობის რელურობასთან დაკავშირებით.
ამირან გულუაშვილის თქმით, დაცვის მხარის განცხადებები, რომ დაკითხვაზე ე.წ. "ბინების" ეპიზოდზე საუბარი არ ყოფილა, გამოძიებისა და პროკურორების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
"ნიკა გვარამიამ პროკუროისა და მოსამართლის წინაშე დასმულ კითხვაზე ხომ არ არსებობდა რაიმე სახის ურთიერთობა მასსა და "ინტერმედიას" შორის, გარდა სარეკლამო დროსთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა, მის დამფუძნებლებთან, მაგალითად იჯარის ან სხვა სახის, მან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განუცხადა პროკურორებს, რომ შპს "ინტრემედიასთან" სხვა სახის ურთიერთობა არ ჰქონია", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას ეს პასუხი დაკითხვის დოკუმენტშია დაფიქსირებული. ასევე აღნიშნა, რომ პროკურორებისგან საკითხზე დამატებითი კითხვების დასმას აზრი არ ჰქონდა, რადგან მოწმის სტატუსის მქონე ნიკა გვარამიამ დაკითხვაზე ამგვარი ფაქტის არსებობა უარყო.