გია აბაშიძე: ჩემი ვარაუდით, 18 ივლისს "რუსთავი 2" დაუბრუნდება ქიბარ ხალვაშს

გია აბაშიძე: ჩემი ვარაუდით, 18 ივლისს "რუსთავი 2" დაუბრუნდება ქიბარ ხალვაშს

გია აბაშიძე (ანალიტიკოსი):

„ჩემი ვარაუდით, 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2" დაუბრუნდება ქიბარ ხალვაშს, რადგან, როგორც რიგი იურისტები მეუბნებიან, სხვანაირად ამ ქეისს სამართლებრივი „კვანძის გახსნა“ არ გააჩნია.

შესაბამისად, ნიკა გვარამიამ, რომელიც კვალიფიციური იურისტია და ჰყავს გარშემო რამდენიმე ასეთიც, ზუსტად იცის, რომ პროცესს აგებს. არ გამოვრიცხავ, რომ 18 ივლისის ვერდიქტზე წინასწარი ინფორმაცია შიგნიდან უკვე აქვს.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ნაცმო&Company მაქსიმალურად შეეცდება, რომ პროტესტი შენარჩუნდეს ქუჩაში და ყველანაირად გართულდეს სტრასბურგის უზენაესი გადაწყვეტილების აღსრულება “დაიცავი რუსთავი2″-ის სლოგანით".