"საკანონმდებლო მაცნემ" N12 დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა

"საკანონმდებლო მაცნემ" N12 დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა

სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ N12 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა. წიგნები პენიტენციურ დაწესებულებაში საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა მიიტანა. მისი თქმით, საკანონმდებლო მაცნე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრებაში, რადგან წიგნი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია.
აღსანიშნავია, რომ N12 (ე.წ. ორთაჭალის ციხე) პენიტენციური დაწესებულება 2019 წლის თებერვალში დაიხურა და გადავიდა რუსთავში, N16 დაწესებულების ტერიტორიაზე, განახლებულ შენობაში. N12 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკაში დღემდე წიგნების მწვავე დეფიციტი იყო. ნიკა ახალბედაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. 
წიგნები სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ ერთკვირიანი აქციის ,,გახდი ცოდნის დონორი“ ფარგლებში მოქალაქეებისგან შეაგროვა. კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს შეეძლოთ საკანონმდებლო მაცნეს ოფისში მიეტანათ მხატვრული ლიტერატურა, რომლის სანაცვლოდაც მაცნეს სტამბაში დაბეჭდილი კოდექსების უახლეს რედაქციებს ღებულობდნენ. აქციის ფარგლებში 200-მდე წიგნი შეგროვდა.