მიხეილ სააკაშვილი: დედაჩემი ცოტა ფულს მეც მიგზავნის ხოლმე

მიხეილ სააკაშვილი: დედაჩემი ცოტა ფულს მეც მიგზავნის ხოლმე

ისევ ატირდა მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ, ისევ გვაცოდებს თავს, ისევ გვთხოვს სამსახურს - უმუშევარი დავრჩი, უკრაინიდანაც გამომაბუნძულეს, ცხოვრება გაჭირდა, ვეღარ ავუდივარ კომუნალურ გადასახადებსო, დედაჩემი რომ არ მეხმარებოდეს, არ ვიცი, რა მეშველებოდაო:

"დედაჩემს საკმაო შემოსავალი აქვს, იგი ჩემს ცოლს და შვილს ეხმარება. ხანდახან ცოტა ფულს მეც მიგზავნის ხოლმე ამსტერდამში. იძულებული ვარ, კომუნალურ გადასახედებში 350-400 ევრო გადავიხადო. ცხოვრება ძვირია".

შეგახსენებთ, სააკაშვილმა უფულობაზე უკრაინულ ტელეკომპანია “1+1”-ის ჟურნალისტებთან იტირა.