ზაალ ანჯაფარიძე: დემოკრატიული პროცესი ჩვენთან შეაფერხა სწორედ სააკაშვილმა

ზაალ ანჯაფარიძე: დემოკრატიული პროცესი ჩვენთან შეაფერხა სწორედ სააკაშვილმა

ზაალ ანჯაფარიძე (ანალიტიკოსი): 

"რუსთავი 2"-ის მორიგი ფეიქი, საქართველოზე "უმძიმეს დასკვნაზე". სინამდვილეში, "ჩეთემ ჰაუსის" მკვლევარ ვინმე კრისტინა გერასიმოვას კვლევა ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას და მოლდოვასაც.
მკვლევარს აშკარად უჭირს ფართოდ დახუჭული თვალების ფართოდ გახელა. ემოციურად მოსწონს ეტყობა სააკაშვილი და არ უნდა დაინახოს ის, რაც მისი მმართველობისას საქართველოში ხდებოდა და რასაც Chatham House წესით უნდა აკრიტიკებდეს. 
მოკლედ, არაფერი ახალი ამ კვლევაში არ არის და ყველა, ვინც მეტ-ნაკლებად ერკვევა საკითხში, იცის, რომ ამ სამ ქვეყანაში რიგი მიზეზების გამო ვერ იქნება ამ ეტაპზე კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატია და თუკი ვინმემ შეაფერხა ეს პროცესი ჩვენთან, სწორედ სააკაშვილმა. ამისთვის საკმარისია ნახოთ ჩვენი დემოკრატიის ინდექსები 2004-2012 წლებში.