ჯამბულ გამცემლიძე: ერთი კაცი სულ სააკაშვილს უჭერს მხარს, მეშინიაო!

 ჯამბულ გამცემლიძე: ერთი კაცი სულ სააკაშვილს უჭერს მხარს, მეშინიაო!

ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში ერთი კაცი სულ სააკაშვილს უჭერს მხარს. ვეკითხები, რატომ ემხრობი-მეთქი და მპასუხობს, მეშინიაო
ახლა რიღასი გეშინია, ხელისუფლებაში აღარ არიან-მეთქი.
მაინც მეშინიაო.
ვეუბნები: კაცო, რისი გეშინია, ცოლი გყავს, - ტყეში რომ დააბა, იმ ჯაჭვს მოიპარავენ და ხელს არ ახლებენ; ძროხა გვყავს, - არ იწველება; ძაღლი გვყავს, - არ იყეფება; ბოსელში ერთი ნაკელის მოსახვეტი ცოცხი გაქვს, რა უნდა წაგართვან, რისი გეშინია?!
მპასუხობს, - მაინც მეშინიაო.
მერე გავიგე, თურმე მისი შვილი იმ ძალადობებში იყო გარეული.
ესენი თანამზრახველები არიან და ასე ჰყავთ დაბმული ხალხი
ასეა ნამდვილად! 
 

ტელეკომპანია "ობიექტივი"