გურამ ნიკოლაშვილი: ,,რუსთავი 2“ - ეს იყო პარტიული ტელევიზია

გურამ ნიკოლაშვილი: ,,რუსთავი 2“ - ეს  იყო  პარტიული  ტელევიზია

სტრასბურგის  სასამრთლომ  ერთად  კომპლექტში 3 გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,  რომელიც მთლიანად   „ნაციონალური  მოძრაობის“  მმართველობის  ანატომიაა,  არა  იმ  9  წლის  პერიოდში, არამედ დღესაც. ადამიანის  სიცოცხლის  ხელყოფა, საკუთრების  ხელყოფა, წამება - ეს  ყველაფერი  მოიცვა   და დაადასტურა,  რომ ნადვილად ასე  იყო - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „რუსთავი-2“-ის საქმე, ეს  არის  სუფთად  მოგებული  საქმე  და  იქ  მსჯელობის  სივრცეც  არ  რჩება, 2019  წლის  18 ივლისი    კი  1 ოქტომბრის ტოლფასია, ვინაიდან მაშინ  თუ  ძალაუფლების  დათმობა  მოხდა,  ახლა  ნაციონალურმა მოძრაობამ  საჯარო სივრცე დაკარგა. 
,,მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი დამთავრდა, მათ უთხრეს თავის მოკავშირეებს, ეს იყო უცხოეთი, არასამთავრობოები, ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა  სხვა პერიოდში ვცხოვრობთ, ფიზიკური ,,ნიურნბერგი“ ვერ მოხდება, ხელისუფლება მოგეცით და მოდი საჯარო სივრცეში ვიდავოთ, წარსულზე ნუ ვილაპარაკებთ. ის  დანაშაულები  რომ  გაამართლა,  რაც ხდებოდა, რაღაცა  დიდით  უნდა  გაამართლო. ეს  დიდი  იყო  ის,  რომ  ჩვენ  ვართ  დასავლური  ღირებულების  ერთგული.  ჩვენ  ამ  გაზზე  მივდივართ. ამიტომ, იმას  მნიშვნელობა  არა  აქვს  ჩვენ სახელმწიფოს  მშენებლობის  პროცესში  რა  შეცდომებსა  და  გადაცდომებს  ვუშვებდით. მთავარი  ღირებულება  არის  ეს.  მაგრამ, ის  ქმედებები  რომ  იყო  აბსოლუტურად არა დასავლური, პირველ  ოქტომბერს  ამას  პასუხი  გაეცა, მაგრამ  ეს  ძალადობა  საჯარო  სივრცეში გაგრძელდა. სტრასბურგის  სასამრთლომ  ერთად, კომპლექტში 3 გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,  რომელიც მთლიანად   „ნაციონალური  მოძრაობის“  მმართველობის  ანატომიაა,  არა  იმ  9  წლის  პერიოდში, არამედ დღესაც. ადამიანის  სიცოცხლის  ხელყოფა, საკუთრების  ხელყოფა, წამება - ეს  ყველაფერი  მოიცვა   და დაადასტურა,  რომ ნადვილად ასე  იყო. შესაბამისად, ადამიანი,  რომელიც იძახის,  რომ  მე  ვარ  დასავლელი , ამ  დროს კი  ყველაზე  მიუკერძოებელმა  არბიტრმა  დაადასტურა  რომ ეს  ყველაფერი  არის  ტყუილი და ამიტომ იყო ეს შოკისმომგვრელი  და  დღემდე  გაოგნებულია  ხალხი, არც  კი  სჯერათ,   რომ ეს  შეიძლებოდა  სტრასბურგს  დაეწერა, იმიტომ  რომ  მთელი  ეს  ტყუილი  ერთიანად  გაქრა.    2012 წლის 1 ოქტომბერს ნაციონალურ მოძრაობას  მოუწია ხელისუფლების დათმობა, მათ  დაკარგეს ხელისუფლება, მაგრამ მათ არ დაუთმიათ საჯარო სივრცე. 2019  წლის  18 ივლისს კი საჯარო სივრცის დაკარგვა მოხდა, ამიტომ ეს თარიღი ტოლფასია   1 ოქტომბრის“,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, რუსთავი 2 იყო მთავარი ინსტრუმენტი ნაციონალური მოძრაობისთვის, რითაც ისინი ძალადობას   საჯარო  სივრცეში აგრძელებდნენ. 
,,მთავრი  მესიჯი იყო ის, რომ   მთავარი  მტერი  ხელისუფლებაა,  ჩვენ  ხომ  ხელისუფლებისგან   დამოუკიდებლები  ვართ  და აპრიორი  ვიმსახურებთ  მხარდაჭერას.  მანამდე  რუპორი  რომ  ვიყავით, პროპაგანდის  ინსტრუმენტი,  ამას  მნიშვნელობა  არა აქვს. ისინი  კვლავ  დარჩნენ პროპაგანდის  რუპორად,  ოღონდ  ყოფილი მმართველი  ძალის. ერთადერთი  ამოცანა  ის  იყო,  რომ ეს  ყოფილი  მმართველი  ძალა  უნდა  დაებრუნებინათ  ხელისუფლებაში,  იმიტომ  რომ ეს  იყო  პარტიული  ტელევიზია.  მეორე  ხაზი  იყო,  რომ  ხელისუფლება  მოვა  და ტელევიზიას  წაგვართმევს, იძალადებს“,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა აკეთებს იმის პროვოცირებას, რასაც  ხელისუფლებაში  ყოფნის  დროს თავად აკეთებდა - იმედის  სტუდია, 7  ნოემბერი,  რომლითაც  შეინარჩუნეს  ხელისუფლება იმიტომ , რომ  შეეშინდათ. 7 ნოემბერს რომ უყურებდნენ, 2003 წელი ახსენდებოდათ, ამიტომ გამოიყენეს  ძალა,  რომ  ეს  შეეჩერებინათ. შემდეგ  იმედი  დახურეს. შესაბამისად, მუდმივად იმეორებდნენ, რომ "რუსთავი-2"  შეიძლება  დაიხუროს.