ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც გეგმავს საშიშ პროვოკაციებს!

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც გეგმავს საშიშ პროვოკაციებს!

არ არსებობს დღეს ქვეყანაში იმაზე უფრო ბინძური და ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ტელეარხი „რუსთავი 2“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ყოველგვარი „პოლიტკორექტულობის“ გარეშე მინდა, ღიად დავაფიქსირო ჩემი პირადი მოსაზრება: არ არსებობს დღეს ქვეყანაში იმაზე უფრო ბინძური და ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ტელეარხი „რუსთავი 2“.

ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ყოველდღე გეგმავს და ახორციელებს საშიშ პროვოკაციებს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ.

დღეს რაც მოვისმინეთ რ2-ის ეთერში არის ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი მზაკვრული შეთქმულების ნაწილი, ისევე როგორც ხვალ დაანონსებული ე.წ. ლგბტ წარმომადგენლების „პროვოკაციული მარში“, რომელიც რეალურად იმართება „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“.