დავით ლორია: ეს არის სიცრუე!

დავით ლორია: ეს არის სიცრუე!

კვირის შემაჯამებელი დასკვნა:

,,ქართულმა ოცნებამ" გავრილოვის გამო საკუთარ მოსახლეობას ტყვიები ესროლა-...  ეს არის სიცრუე!
სიმართლე არის ის, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" გავრილოვის (ქართული სახელმწიფოს ღირსების შემლახველი პოლიტიკოსი) გამო საკუთარ მოსახლეობას 50-ჯერ მოუხადა ბოდიში.

მაშინ, როდესაც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები ვალდებული იყვნენ, ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო გარკვეული დესტრუქციული ჯგუფების მხრიდან შტურმით აღების მცდელობა აღეკვეთაიმ მეთოდით, რომელი მეთოდიც იქნა გამოყენებული, იყო აბსოლუტურად კანონიერი.

აქციაზე, სადაც შეკრებილების მხრიდან პროტესტი გამოიხატებოდა კონკრეტულად პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, იყო ლეგიტიმური.
აქციაზე საარჩევნო სისტემის შეცვლის და მთავრობის გადაყენების მოთხოვნა იყო პოლიტიკური ორგანიზაციებისგან ვითარების პოლიტიზირება.

თბილისის მერია ვალდებული იყო, რომ მანიფესტაციის დაშლის შესახებ ინფორმაცია მონაწილეებისთვის მიეწოდებინა-. ასეთი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში აუცილებლად!.. 
თუმცა, მშვიდობიანი აქციის დაშლის ბრძანების განკარგულება ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა და შესაბამისად, თბილისის მერიაც დარბევის შესახებ ვერავის ვერაფრით გააფრთხილებდა. აქციის დარბევა მოხდა რევოლუციური სცენარის განხორციელების საფრთხის რეალური ფაქტების არსებობიდან გამომდინარე და არა პროტესტის გამოხატვის შეზღუდვის მიზნით.

პრემიე-რმინისტრის განცხადების დროს, რაზეც ის ხაზს უსვამდა მანიფესტაციის დაშლის მეთოდებზე და რასაც წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით მსგავს მეთოდებს მოქმედი ხელისუფლებისგან პრაქტიკულად გამორიცხავდა, განცხადება კეთდებოდა იმ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საიდანაც აქცია ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად მიმდინარეობდა. 
თუმცა, შემდგომ სიტუაციის გამწვავების ფაქტების გამოვლენის დროს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი მოწედება და გაფრთხილება გაჟღერდა, რომ მომიტინგეების ქმედებები არ უნდა გასცდენოდა კონსტიტუციურ უფლებებს.

იყო თუ არა ხელისუფლების მხრიდან ბოდიში გულწრფელად ნათქვამი და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პროტესტს იზიარებდა თუ არა, ხელისუფლების მხრიდან ამაზე პასუხი მაშინ გაეცა, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს სახლამდე ცემა-ტყეპით და რეზინის ტყვიების სროლით სდევდა. ეს იყო მომიტინგეების დასჯა და არა დაშლა! პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა.

აქციის მონაწილეების პოლიციის განყოფილებებში გადაყვანა იყო სადამსჯელო ღონისძიების გაგრძელება, რომელსაც კავშირი არ გააჩნდა პარლამენტის შენობაში შეჭრის დანაშაულზე დამნაშავე პირთა იდენტიფიცირებით დაკავებას. ინდენტიფიცირებული პირები (ჯერჯერობით) დაკითხვაზე მხოლოდ დაბარებულები არიან.