კობა კობალაძე: სარალიძემ მითხრა, ეს პროცესები აღარ კონტროლდება ჩემგანო

კობა კობალაძე: სარალიძემ მითხრა, ეს პროცესები აღარ კონტროლდება ჩემგანო

ხორავას ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე „მარშალპრესთან“ ეხმაურება. კობა კობალაძე გუშინ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდა.

„არის რაღაც ჯგუფი, რომელიც ცდილობს, სარალიძე კონტროლიდან არ გაუშვან და დირექტივების ქვეშ ჰყავდეთ. მცირერიცხოვანი, აგრესიული, აჟიტირებული ჯგუფი იყო, რომელიც წიოდა, კიოდა და ბოთლებს ისროდა. პრემიერი რომ მივიდა, თბილად შეხვდა სარალიძე მას. ჩვენ ყველა მოწოდებულები ვართ იმისკენ, რომ განვითარება პოვოს ამ სიტუაციამ. ახლა, ყველაფერი სამართლებრივ სივრცეში უნდა გადავიდეს. სააკაშვილის რეჟიმის ტიპები რომ გამოდიან და ადამიანის უფლებებზე საუბრობენ, კურიოზია!

 26 მაისის პროცესებში მონაწილეობდა კუპრავა, როგორც მე ვიცი. გუშინდელ აქციაზე მან ატეხა ეს წიოკი, ხელების ქნევა და პროცესები როგორც განვითარდა, დაინახეთ. მას შემდეგ, რაც პრემიერის მისამართით შეძახილები დაიწყო, სარალიძეს ვუთხარი, – ადამიანი მოვიდა, და ეს რა არის-მეთქი? დასამალი რა არის. მითხრა, ეს პროცესები უკვე აღარ კონტროლდება ჩემგანო. ჩვენ ყველანი მოწოდებულები ვართ, რომ სამართალი ვიპოვოთ. მაგრამ არის შემადგენლობა, რომელიც ძალიან ცუდად სარგებლობს ამ ყველაფრით. სარალიძე ვერ არის თავის მოქმედებებში გადაწყვეტილების მიმღები. ალბათ დაფიქრდება და გაანალიზებს ყველაფერს.

ულტიმატუმის ენით საუბარი წარმოუდგენელია, ვინმეს თუ იმის ილუზია აქვს, რომ სახელმწიფოს რღვევას დაიწყებენ, ეს აბსურდია! მარტო მათი ხედვით და აზრით არ არის ეს სახელმწიფო!“ – განაცხადა კობალაძემ.

წყარო: "მარშალპრესი"