თამარ ჩერგოლეიშვილი: უი, ეს რეებს ლაპარაკობს, უკვე საჯაროდ!

თამარ ჩერგოლეიშვილი: უი, ეს რეებს ლაპარაკობს, უკვე საჯაროდ!

უნდა შეიქმნას ქართველი ერის თავდაცვის ორგანიზაცია დემოგრაფიული თავდაცვის, ფიზიკური თავდაცვის, სამოქალაქო თავდაცვის, დემოკრატიის თავდაცვის, სამართლებრივი თავდაცვის. ეს მშვიდობიანი ორგანიზაცია უნდა იყოს. ჩვენ ივანიშვილს ვერ მოვუგებთ ფულით, პარტიული სტრუქტურებით, კოორდინატორებით, მაყვალა დეიდებით და ელგუჯა ბიძიებით, რომლებიც მას ასი ათასი ჰყავს და ყოველ არჩევნებზე უხდის ფულს, რომ კიდევ 10-10 ადამიანი მოიყვანონ. ამით ვერ მოვუგებთ. ჩვენ მას უნდა ვებრძოლოთ ასიმეტრიულად, პოლიტიკურად. ჩვენ უნდა შევქმნათ ქართველი ერის ზეპარტიული თავდაცვის ორგანიზაცია. დავივიწყოთ პარტიები, უნდა შევქმნათ 5-5 კაციანი ჯგუფები, ყველა 5-კაციან ჯგუფს უნდა ჰყავდეს სამოქალაქო მეთაური. რა არის ხუთკაციანი ჯგუფი? ერთი ადამიანი სმარტფონით. ერთი მაინც უნდა იყოს ისეთი, რომელსაც აქვს სმარტფონი და შეუძლია მსოფლიოსთან დაკავშირება, ვიდეოების გადაღება, ინფორმაციის გაცვლა. ერთი ადამიანი დაარიგებს პლაკატებს და გაზეთებს. ერთი ადამიანი იქნება მანქანის მძღოლი, ერთ ადამიანს ექნება კონტაქტი სხვა ჯგუფებთან და ერთი სამოქალაქო მეთაური. საქართველო უნდა გაიყოს ასობით და ათასობით 5-5-კაციან ჯგუფებად,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის გვერდზე პასუხობს.

უი, ეს რეებს ლაპარაკობს, უკვე საჯაროდ. რომ დაგვიცურდა, ასეთების ლაპარაკი პირად საუბრებში დაიწყო და სულ ვნერვიულობდი, რომ ქოცები ჩაწერდნენ და გამოუქვეყნებდნენ ამ ბჟუტურს, – წერს ჩერგოლეიშვილი.

წყარო: "მარშალპრესი"